ავტორი:

“მე-8 კლასელმა მოსწავლემ ფიზიკის მასწავლებელს უჩივლა“ - 76 წლის კაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს: რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში?

“მე-8 კლასელმა მოსწავლემ ფიზიკის მასწავლებელს უჩივლა“ - 76 წლის კაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს: რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში?

“სანდო წყაროს“ ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში 76 წლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

  • როგორც გამოცემა, წერს მე-8 კლასელმა მოსწავლემ მასწავლებელს უჩივლა. გოგონა 76 წლის ფიზიკის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.

მშობლების ინფორმაციით, მოზარდმა მეგობრის დახმარებით ვიდეომტკიცებულების გადაღება შეძლო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.

მშობლები სანდო წყაროსთან ჰყვებიან, რომ ყველაფერი შემთხვევით გაიგეს. ისინი ამბობენ, რომ კაცი უკვე 55 წელია, რაც სკოლაში მუშაობს და იმედს იტოვებენ, რომ ფაქტის შეფასება არასწორად მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პედაგოგი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით (არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება) არის დაკავებული და პატიმრობაში იმყოფება.