ჟენევაში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე რუსეთის იმპერატორთა ოჯახის, რომანოვების კუთვნილი 198 კარატამდე წონის იშვიათი საფირონის სამაჯური 4.1 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად (4.9 მილიონ დოლარად) გაიყიდა, რაც წინასწარ სავარაუდო ფასზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელია.
Sotheby’s-ის აუქციონის სახლის ცნობით, ბრილიანტებით მოჭედილ სამაჯურზე განთავსებული ბალიშისებრი ფორმის საფირონი რუსეთის იმპერიული ოჯახის ისტორიულ განძს მიეკუთვნება.
ჟენევაში გამართულ აუქციონზე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ იშვიათი ძვირფასი ქვის ფასი 850 000-დან 1.7 მილიონ შვეიცარიულ ფრანკამდე (1-დან 2 მილიონ დოლარამდე) იქნებოდა, თუმცა საბოლოო ფასმა მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა.
სამკაულის მყიდველი კერძო კოლექციონერია, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.