ავტორი:

“ეს უნდა მომხდარიყო, გარდაუვალი იყო, გამიკვირდა კიდეც, რომ წინა ჯერზე, როცა მერაბი აქ იყო, არაფერი მომხდარა“ -არმან ცარუკიანი აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე

“ეს უნდა მომხდარიყო, გარდაუვალი იყო, გამიკვირდა კიდეც, რომ წინა ჯერზე, როცა მერაბი აქ იყო, არაფერი მომხდარა“  -არმან ცარუკიანი აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე

აბუ-დაბიში, უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებას UFC-ის მებრძოლი არმან ცარუკიანი ეხმაურება.

მისი თქმით, ახლა საჭიროა დვალიშვილი და უსმანი შერიგდნენ რომ კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

“ეს უნდა მომხდარიყო. ეს გარდაუვალი იყო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც, რომ წინა ჯერზე, როცა მერაბი აქ იყო, არაფერი მომხდარა. საპასუხო ქმედება აუცილებლად უნდა მომხდარიყო - და მოხდა. შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება? შესაძლოა, თუმცა რთული იქნებოდა. იცით, როდესაც ადამიანი მხოლოდ ემოციებით მოქმედებს, მით უმეტეს, როცა საქმე მისი ძმის შეურაცხყოფას ეხება, ის აუცილებლად უპასუხებს. მას სურდა, ზუსტად ის დაებრუნებინა, რაც თავად მიიღო. არ მგონია, უსმანს მართლა ჩხუბი უნდოდა; ვფიქრობ, მას უბრალოდ სურდა, საპასუხოდ თავადაც გაეწნა სილა. ის იდგა და არ სურდა, სიტუაცია უფრო გამწვავებულიყო, ეგონა, ამით ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ მერაბი - ის ხომ ნამდვილი მხეცია, პირდაპირ ეკვეთა.

არავითარ გაგრძელებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. უბრალოდ უნდა დასხდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და დაშორდნენ. მან (მერაბმა) თავისი საქმე იქ, სამშობლოში გააკეთა, მან (უსმანმა) კი - აქ. მოკლედ, როგორც იტყვიან, ანგარიშები გაასწორეს, ბარიბარს არიან. ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება... რატომ უნდა შეიქმნას ეთნიკური კონფლიქტები? განაგრძეთ კითხვა