ჟურნალისტს, პროდიუსერსა და ქოფირაითერს ნინო იმერლიშვილს საზოგდოების დახმარება სჭირდება. როგორც მისი მეგობრები წერენ, მას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი კვლევების ჩატარება, გადაუდებელი ოპერაცია და მკურნალობის გაგრძელება თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში, რისი საფასურიც, მიღებული კალკულაციის მიხედვით, 32 000 აშშ დოლარია.
"ნინოს ბევრი თქვენგანი საქველმოქმედო ღონისძიებებიდანაც იცნობს. ყოველთვის დაუფიქრებლად ერთვება სხვის დასახმარებლად.
დღეს თავად აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. გთხოვთ, ნუ გაატარებთ ამ პოსტს გულგრილად. ვისაც შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ ნინოს ფინანსურად, თუნდაც მცირედით", - წერს ნინოს მეგობარი სოციალურ ქსელში.
აქვე ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომრებს:
თიბისი ბანკი: GE05TB7810945064300145
საქართველოს ბანკი: GE08BG0000000614021627
მიმღები: თამარ იმერლიშვილი (ნინოს და)
Paypal ანგარიში საერთაშორისო გადმორიცხვებისთვის: https://paypal.me/Imerlishvili577