ავტორი:

"ეს სრულიად აბსურდული და სულელური საქციელია. ისინი ახლა ყველანი ციხეში არიან" - დანა უაითის პირველი კომენტარი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის შესახებ

"ეს სრულიად აბსურდული და სულელური საქციელია. ისინი ახლა ყველანი ციხეში არიან" - დანა უაითის პირველი კომენტარი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის შესახებ

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მერაბ დვალიშვილზე უსმან ნურმაგომედოვის და მისი გუნდის წევრების ჯგუფურ თავდასხმასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

  • UFC 334-ის პრესკონფერენციაზე დანა უაითს ნურმაგომედოვსა და დვალიშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების შეფასება სთხოვეს.

"ეს სრულიად აბსურდული და სულელური საქციელია. ისინი ყველანი ციხეში არიან. ეს არ არის ადგილი, სადაც მსგავსი რაღაცების კეთების უფლება გაქვს.

მსგავსი რამ საქმისთვის არასდროს არის კარგი. ეს ყველა მონაწილეს ცუდად წარმოაჩენს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ახლა ისინი ყველანი აბუ-დაბიში ციხეში არიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - აღნიშნა დანა უაითმა.

  • ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილს და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ნახეთ ასევე:

“გაილახნენ ისინი! თანაც, UFC-ის ვარსკვლავები, ქობულეთელები ამ ამბით ამაყები ვართ - სახელმწიფო ჩართულია“ - რას გვიყვება საბა ლაზიშვილის მამა ვარსკვლავად ქცეული შვილის ბავშვობასა და სპორტულ მიღწევებზე?