გახდი საკუთარი ბიზნესის მფლობელი „ბიბლუსთან“ ერთად - კომპანია ფრენშაიზის ქსელს რეგიონებში აფართოებს

გახდი საკუთარი ბიზნესის მფლობელი „ბიბლუსთან“ ერთად - კომპანია ფრენშაიზის ქსელს რეგიონებში აფართოებს

„ბიბლუსი“ მაღაზიათა ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 78 ფილიალს, მათ შორის 9 ფრენშაიზ მაღაზიას აერთიანებს და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს.

კომპანია ფრენშაიზით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, გახდნენ „ბიბლუსის“ პარტნიორები, ისარგებლონ ბრენდის გამოცდილებითა და რეპუტაციით და თავადაც გახსნან წიგნის მაღაზია.

„ბიბლუსმა“ ფრენშაიზის კონცეფციის დანერგვა 2022 წელს დაიწყო. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო ერთი მხრივ, ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და, მეორე მხრივ, დამწყები მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა.

დღეს, 9 ფრენშაიზ ფილიალი წარმატებით ფუნქციონირებს და ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფს წიგნებისა და სასკოლო/საკანცელარიო ნივთების ფართო ასორტიმენტით. აღსანიშნავია, რომ გამოწვევების შემთხვევაში, „ბიბლუსის“ გუნდი აქტიურად ერთვება ბიზნეს პროცესებში, რათა პარტნიორებთან ერთად იპოვოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა.

„ბიბლუსის“ ფრენშაიზის მფლობელისთვის კომპანიამ ბიზნესის დაწყება და შემდეგ პროცესების მენეჯმენტი მაქსიმალურად გაამარტივა, ასევე უზრუნველყო ლოგისტიკური ნაწილიც - მაღაზიის მფლობელს არ უწევს სხვადასხვა მიმწოდებელთან კომუნიკაცია, რადგან მომარაგება “ბიბლუსისგან” ხდება.

უფრო დეტალურად, ფრენშაიზის მფლობელისთვის „ბიბლუსის“ მხარდაჭერა მოიცავს:

  • მარაგებისა და ლოგისტიკის მართვას;
  • მარკეტინგულ მხარდაჭერას (ყველა საერთო ფასდაკლება, სეზონური აქცია თუ დაგროვების ბარათების სისტემა ავტომაუტრად ვრცელდება ფრენშაიზის მაღაზიებზეც);
  • საზეიმო გახსნის ღონისძიებას (ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებას სრულად გეგმავს და აფინანსებს „ბიბლუსი”), ფინანსურ შეღავათებს (გახსნიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ფრენშაიზის მომსახურების გადასახადზე სპეციალური შეღავათები მოქმედებს).

„ბიბლუსი“ აგრძელებს თავისი მიზნების შესაბამისად განვითარებას, რაც, მათ შორის, გულისხმობს ისეთ მუნიციპალიტეტებში გაფართოებას, სადაც საცალო ქსელი ჯერ არ არის წარმოდგენილი.

ფრენშაიზ ობიექტების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში კომპანიისთვის პრიორიტეტული ადგილმდებარეობებია: ლაგოდეხი, ტყიბული, რაჭა, სვანეთი, ქარელი, დედოფლისწყარო, წყალტუბო სიღნაღი და სხვა. როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, განიხილება სხვა რეგიონებიც, შეთავაზებული ფართისა და პოტენციალის მიხედვით.

გარდა ამისა, „ბიბლუსი“ საინტერესო პარტნიორად მიიჩნევს მათ, ვისაც უკვე აქვს წიგნის ან საკანცელარიო მაღაზია და სურს, „ბიბლუსის“ ბრენდის ქვეშ გააგრძელოს ოპერირება. კომპანია მათ სთავაზობს გამარტივებულ პროცესებს, აპრობირებულ სტანდარტებსა და იმავე უპირატესობებს, რომლითაც „ბიბლუსის“ მომხმარებლები. აღნიშნული შეთავაზება ეხება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში არსებულ მაღაზიებს.

დაინტერესებული პირის მხრიდან ადგილმდებარეობის შეთავაზების შემდეგ, „ბიბლუსის“ ანალიტიკური გუნდი აფასებს კონკრეტული ფართისა და უბნის პოტენციალს უახლოესი ობიექტის დისტანციას და ადგენს ხარჯებისა და შემოსავლების წინასწარ პროგნოზს. გადაწყვეტილებას კი ერთობლივი განხილვისა და ანალიზის შემდეგ იღებენ, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული ფრენშაიზ ობიექტის გასახსნელად.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გამოცდილებამ ასევე აჩვენა, რომ განსაკუთრებით მოგებიანია საოჯახო ბიზნესის მოდელი, როდესაც ფრენშაიზის მფლობელი თავად არის ფართის მესაკუთრე და უშუალოდ მართავს ობიექტს. ეს ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ზრდის ბიზნესის რენტაბელობას.

აღსანიშნავია, რომ პოტენიურ პარტნიორს „ბიბლუსი“ ასევე შესაძლებლობას აძლევს, საოპერაციო ნიუანსები და სტანდარტები ადგილზე შეისწავლოს. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას „ბიბლუსის“ ფრენშაიზ მიმართულების წარმომადგენლები მოგაწვდიან.

ტელეფონი: 555684528

ელექტრონული ფოსტა:

R