ავტორი:

უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრებს ექვსთვიანი პატიმრობა, პლუს ჯარიმა შეეფარდათ

უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრებს ექვსთვიანი პატიმრობა, პლუს ჯარიმა შეეფარდათ

გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა შეეფარდათ

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის, თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს.

  • ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, გუნდთან ერთად, RAF-ის ივენთზე იმყოფებოდა. ის ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ზურგს უკან უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. მერაბის გვერდით იმ დროს იყო 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც თავდამსხმელები მოიგერია. აბუ-დაბის პოლიციამ ჩხუბში ჩართული ყველა პირი, მათ შორის მერაბი და საბაც დააკავა.