აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან. ინფორმაციას ადასტურებს RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი და ჟურნალისტი არიელ ჰელვანი.
“გვსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ აბუ-დაბის შესაბამისი უწყებების მიმართ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენ კვლავაც მომავალ ნაბიჯებზე ვართ ორიენტირებულნი და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთანაა,“ - აცხადებს RAF-ის თანადამფუძნებელი ჩედ ბრონსტეინი.
ჟურნალისტ არიელ ჰელვანის თქმით, "RAF-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ჩად ბრონშტაინმა მათ გათავისუფლებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაუღალავად იმუშავა და თითქმის 48 საათის შემდეგ შედეგიც მიიღო“.
“გათავისუფლების მომენტში ბრონშტაინი თავად იმყოფებოდა დაწესებულებაში. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ჯამში 10 ადამიანი იყო დაკავებული. მათ შორის, ნურმაგომედოვის გუნდის 6 წევრი", - წერს ჰელვანი.