ავტორი:

“რუსეთი მზადაა ევროკავშირთან დიალოგისთვის“ - დიმიტრი პესკოვი

“რუსეთი მზადაა ევროკავშირთან დიალოგისთვის“ - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, როდესაც რუსეთი დარწმუნდება, რომ ევროპა მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, შესაძლებელი გახდება გაფართოებულ ფორმატში დიალოგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

“მას შემდეგ, რაც გავარკვევთ მათ რეალურ განზრახვასა და მზადყოფნას, ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესს, შესაძლებელი იქნება უკრაინის საკითხის მოგვარების თაობაზე გაფართოებულ ფორმატში დიალოგის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, თუ ევროპულ ქვეყნებს ჰყავთ პირი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის წარმოებაზეა უფლებამოსილი და ამის სურვილიც აქვთ, რუსეთი მზად არის ასეთი დიალოგისთვის.

„თუ ევროპელებს ნამდვილად ჰყავთ ვინმე, ვისაც გარკვეული უფლებამოსილება მაინც აქვს მოლაპარაკებების წარმოებისთვის, და თუ მათ მართლაც აქვთ ამის სურვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სასაუბროდ”, - აღნიშნა პესკოვმა.