დაღესტნელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი, რომელიც თბილისში დვალიშვილს დაუპირისპირდა აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მას თავად სურდა დვალიშვილისთვის პასუხის მოთხოვნა, თუმცა მეგობარმა დაასწრო.
"ბევრ ცრუ ინფორმაციას ვხედავ და მინდა ნათელი მოვფინო სიტუაციას, რომელიც საქართველოში მოხდა.
პრესკონფერენციაზე მერაბთან სასაუბროდ მივედი და მეგობრულად დავიწყე, მან კი დამარტყა და ქართულ ენაზე დედა შემაგინა. მოგვიანებით მითარგმნეს, რაც თქვა. ამ სიტყვებისთვის მას ბოდიში არ მოუხდია, ასეთ რამეს კი არავის ვპატიობ.
იმ დღიდან ვეძებდი შესაძლებლობას, მერაბს შევხვედროდი და მისი სიტყვებისთვის პასუხი მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი კაცი გააკეთებდა ოჯახის შეურაცხყოფისთვის.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ საქართველოსა და ქართველებს. მერაბი არ არის საქართველო, ისევე როგორც ახმედი, უსმანი და უმარი არ არიან დაღესტანი. შეწყვიტეთ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება. ეს კონფლიქტი ჩვენ შორისაა და მას ადრე თუ გვიან მოვაგვარებთ," - წერს ახმედ გაჯიმაგომედოვი.