ავტორი:

“საავადმყოფოში ვიყავი, გაბრაზებული და მარტოსული“ - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილმა კლინიკაში მკურნალობისა და კვებითი აშლილობის შესახებ ისაუბრა

“საავადმყოფოში ვიყავი, გაბრაზებული და მარტოსული“ - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილმა კლინიკაში მკურნალობისა და კვებითი აშლილობის შესახებ ისაუბრა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილმა, ვივიენმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კვებითი აშლილობის გამო საავადმყოფოში მკურნალობდა. მან საკუთარი გამოცდილების შესახებ ლოს-ანჯელესში გამართულ პერსონალურ სამხატვრო გამოფენაზე პირველად ისაუბრა.

ვივიენის ემოციური განცხადება ლოს-ანჯელესში, “Forager Crafts“-ში 2-დან 8 ნოემბრამდე გამართული მისივე სამხატვრო გამოფენის (“The Tulip Field: A Gallery on Patience of Patients“) ნაწილი იყო.

გამოფენის დასახელება “ტიტების ველი“ მომდინარეობს იმ საავადმყოფოს პირობითი სახელიდან, სადაც ვივიენი მკურნალობდა.

“როგორც ბევრი, მეც ვებრძოდი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ასევე მქონდა კვებითი აშლილობა. ამ წლის დასაწყისში ჩემი კვებითი აშლილობის გამო ჰოსპიტალიზებული ვიყავი. ვიყავი გაბრაზებული, ავად და ძალიან მარტო“, - აღნიშნა 18 წლის ვივიენმა, თუმცა, ისიც დასძინა, რომ საავადმყოფოს პერსონალისა და სხვა პაციენტი ახალგაზრდების სითბომ და სიკეთემ დაანგრია ის მაღალი კედლები, რომლებიც საკუთარ გარშემო ჰქონდა აღმართული.

“იქაურმა ბავშვებმა მასწავლეს, როგორ ვიყო ძლიერი მაშინ, როდესაც ყველაზე სუსტად გრძნობ თავს. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი და ამავდროულად საუკეთესო პერიოდი იყო და ამ გამოცდილებით უკეთესი გავხდი“, - წერს ვივიენი.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები ასახავს ვივიენის მოგონებებს კლინიკაში გატარებული დღეებიდან - იმედგაცრუების, სიცილის, უსაფრთხოებისა და სიმამაცის მომენტებს.

ვინაიდან საავადმყოფოში ფოტოსურათების გადაღება აკრძალული იყო, ნახატები გახდა საშუალება იმ სუფთა მოგონებების შესანარჩუნებლად, რომლებიც მან იქაურ პაციენტებთან ერთად გაიზიარა.

Page Six-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ ვივიენისთვის ასეთ პირად თემაზე საუბარი იოლი არ ყოფილა, თუმცა ბედნიერია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა.

წყარო