ავტორი:

“ეს მესამე მსოფლიო ომია თუ უბრალოდ რუსეთის აგრესიული ომი?“ - უკრაინელი დეპუტატი ფრონტზე არსებულ დეტალებს ასაჯაროებს

“ეს მესამე მსოფლიო ომია თუ უბრალოდ რუსეთის აგრესიული ომი?“ - უკრაინელი დეპუტატი ფრონტზე არსებულ დეტალებს ასაჯაროებს

უკრაინელმა დეპუტატმა ლესია ვასილენკომ დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო უკვე ჩაითრია მესამე მსოფლიო ომში. მისი თქმით, “ევროპის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გამოჩენა, ირანული დრონებისა და ჩინური სამხედრო აღჭურვილობის მასობრივი გამოყენება ადასტურებს, რომ გლობალური კონფლიქტის ფრონტის ხაზი უკვე გავლებულია“.

  • ლესია ვასილენკოს საგანგაშო განცხადება

გამოცემა The Sun-ის YouTube არხთან ინტერვიუში უკრაინელმა დეპუტატმა ლესია ვასილენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მხარეს უკვე იბრძვიან ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები. მისი თქმით, ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ირანული “შაჰედის“ ტიპის დრონებს იყენებენ, ხოლო ჩინეთი რუსეთს უპირობოდ ამარაგებს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით.

ვასილენკომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ ჩინელი სამხედრო ტყვეებიც კი ჩაიგდო ხელში.

“მითხარით, ეს მესამე მსოფლიო ომია თუ უბრალოდ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ?“, - განაცხადა ვასილენკომ და ბრიტანეთსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, თვალი გაუსწორონ ამ საშინელ რეალობას, სანამ გვიან არ არის.

ოპოზიციური პარტია “გოლოსის“ წარმომადგენელმა მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები და ვაშინგტონი საჰაერო თავდაცვის აღთქმული სისტემების არ მიწოდებაში დაადანაშაულა, რამაც კიევი დარტყმის ქვეშ დატოვა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დახმარების იმედი გაჩნდა, თუმცა თეთრ სახლთან ურთიერთობა კვლავ “რთული“ რჩება.

ვასილენკოს თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც მშვიდობისკენ ნაბიჯები ან მოკავშირეების ხელისუფლების სათავეში დაბრუნება ანონსდება, უკრაინელთა იმედები იზრდება, თუმცა ეს იმედები რეალობასთან შეჯახებისას არაერთხელ დამსხვრეულა. დეპუტატის თქმით, უკრაინის ამოწურულმა საჰაერო თავდაცვამ გასულ თვეს რუსული რაკეტების მხოლოდ მცირე ნაწილის ჩამოგდება შეძლო.

ვასილენკომ გააფრთხილა საზოგადოება, რომ მილიონობით უკრაინელს უმძიმესი ზამთარი ელის, რადგან რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს ენერგოსისტემას.

აგვისტოს ბოლოდან განხორციელებულმა იერიშებმა კიევის საგანგებო ენერგოქსელი კოლაფსის პირას მიიყვანა, რის გამოც ოჯახების ნაწილს ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 2 საათით მიეწოდება, ან საერთოდ წყლის გარეშე რჩება.

“კიევი 4-მილიონიანი ქალაქია, სადაც მოსახლეობა მრავალსართულიან კორპუსებში ცხოვრობს. დენის არარსებობა ნიშნავს წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გათიშვას“, - განმარტა ვასილენკომ.

მისი თქმით, ეს ვითარებას უმძიმესია განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის - ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მეძუძური დედებისთვის.

  • არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული მოლაპარაკებები

უმძიმესი ზამთრის მოახლოების ფონზე, უკრაინელები იმედებს ამყარებდნენ ამ კვირაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიევს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამართულ სამმხრივ მშვიდობის მოლაპარაკებებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა სამხედრო ტყვეების რამდენიმე ცვლაზე შეძლეს შეთანხმება, მოლაპარაკებებში პროგრესი თითქმის ვერ მიაღწიეს, რადგან რუსი ოფიციალური პირები კვლავ პუტინის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებდნენ.

წყარო