ავტორი:

“რას ეძებენ თქვენი შვილის ტელეფონში?“ - რას აცხადებს ძმებ ფეიქრიშვილების დედა საკანში, დავით ფეიქრიშვილის ცემაზე, რომლის სავარაუდო მოტივიც მობილურის გახსნა იყო

“რას ეძებენ თქვენი შვილის ტელეფონში?“ - რას აცხადებს ძმებ ფეიქრიშვილების დედა საკანში, დავით ფეიქრიშვილის ცემაზე, რომლის სავარაუდო მოტივიც მობილურის გახსნა იყო

ძმებ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა გადაცემა “360 გრადუსში“ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მის შვილს სახის ძვალი ჰქონდა გაბზარული და სხვა მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც 4-დღიანი “ორგანიზებული წამების“ შედეგად დარჩა მის სხეულზე.

ნინო აბრამიშვილი მოითხოვს, რომ შვიდივე პირს, რომელთაც დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება წარედგინა, მაქსიმალური მიესაჯოთ და ყველამ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად მოიხადოს სასჯელი.

  • აბრამიშვილი მოითხოვს, გამოვლინდეს ამ ყველაფრის დამკვეთი.

"პატარიძე არის ორგანიზატორი. ის ყოველ დღე იყო ტელეფონით დაკავშირებული საკანთან, იცოდა რომ მიმდინარეობს წაება. გესმით რასთან გვაქვს საქმე? დღეს უნდათ მოგვაყარონ სახეზე, რომ ესენი დაპატიმრებულებიც არ არიან.

ჯერ ციხეების უფროსი უნდა გაუშვა პატიმრობაში... დალაგება ხდება ახლა. ეს არის სისტემური დანაშაული - სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა სისტემამ: სუსმა, შსს-მ, პროკურატურამ, სუსმა.

ჩემი შვილების დაჭერა ტყუილად არ მოხდა ღამის სამ საათზე, ეს იყო დადგმული რეჟისურა. 2 წლის წინ რაღაც მოხდა და ღამე უნდა შევარდე ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია? ბავშვს ეგონა, მამაჩემს კლავენო," - განაცხადა ძმებ ფეიქრიშვილების დედამ.

შეკითხვაზე: “რას ეძებენ მაინც თქვენი შვილის ტელეფონში შეგიძლიათ გვითხრათ?“ - ნინო აბრამიშვილმა უპასუხა:

“არ ვიცი... იმიტომ მინდა დამკვეთის გაგება, რომ გავიგო რას ეძებენ. ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ამ ტელეფონის გახსნა უნდოდათ... ახალ “აიფონებს“ აქვთ ისეთი ფუნქცია, შეიძლება მაგალითად ერთი წლით, ნახევარი წლით კალენდარი გადაიტანო და ახალი ჩანაწერი რომ ჩააგდო, გიჩვენებს იმ თარიღს, რომელიც გინდა. ჩვენ ამის შიში გვქონდა, თორემ პოლიცია კი არ მისულა იმისთვის, რომ გახსენი ტელეფონი?

რატომ არ მიმართა საგამოძიებო ჯგუფმა, პროკურორმა, რანაირად მოხდა ეს ტელეფონი მაგათ ხელში? მაგის გამო კინაღამ შვილი მომიკლეს,“ - განაცხადა აბრამიშვილმა გადაცემა “360 გრადუსში“.

  • პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება წარუდგინა.

გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

იხილეთ ასევე: