Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ახალი 7-იანი ზურიკო დავითაშვილი იქნება.
“ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებამდე, საქართველოს ნაკრებში 7-ნომრიან მაისურს ზურიკო დავითაშვილი მოირგებს. ღირსეულად გეტარებინოს კაპიტნის ნომერი, ზურიკო!“ - წერს Geo Team-ი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა "ბარსელონასთან“ მატჩში მიიღო. მან ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის შემდეგაც ოპერაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო პერიოდს კი რამდენიმე თვე დასჭირდება.