ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს. კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ. მსურს მადლობა ვუთხრა ყველას ვინც აბუ-დაბიში ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა.
მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ თბილად მხვდებიან.
ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - მე საჩივრის შეტანას არ ვაპირებ. მსურს მშვიდობა და საუკეთესო - ყველასთვის. მადლობა ყველას თქვენი სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის”, - წერს დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.