ავტორი:

ისმოდა განგაშის სირენების ხმა, სამხედროებს თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს - რა მოხდა დიდ ბრიტანეთში. აშშ-ის სამხედრო ბაზაზე

ისმოდა განგაშის სირენების ხმა, სამხედროებს თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს - რა მოხდა დიდ ბრიტანეთში. აშშ-ის სამხედრო ბაზაზე

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ინფორმაციით, RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს "არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობის“ გამო, თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს.

დრონების აქტივობის გამო ბაზაზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

RAF Lakenheath-ის ბაზაზე დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმაც დაადასტურა.

"საღამოს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალმა რეაგირება მოახდინა RAF Lakenheath-ის თავზე არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობაზე. პერსონალი არ დაშავებულა, ასევე, თვითმფრინავები და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა“, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.