ავტორი:

British Airways-ის თვითმფრინავი დაშვებისას კუდით დასაფრენ ბილიკს შეეხო - მომხდარის ამსახველი კადრები

British Airways-ის თვითმფრინავი დაშვებისას კუდით დასაფრენ ბილიკს შეეხო - მომხდარის ამსახველი კადრები

ლონდონის ჰითროუს აეროპორტში British Airways-ის თვითმფრინავს დაშვებისას პრობლემები შეექმნა.

  • ამსტერდამიდან მიმავალმა სამგზავრო ლაინერმა დაშვების პირველი მცდელობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის უკანა ნაწილი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს შეეხო.

შემთხვევა ხუთშაბათს, დილის 10:30 საათზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება Airbus A321 Neo ჰითროუს აეროპორტის მე-5 ტერმინალის ბილიკს. დაშვებისას თვითმფრინავი ირხევა, ბორბლების შეხების შემდეგ კი მისი კუდი ბილიკის ზედაპირს ეჯახება.

ასეთ შემთხვევას ავიაციაში "კუდის დარტყმას“ (Tailstrike) უწოდებენ. ინციდენტის შემდეგ პილოტებმა დაშვების შეწყვეტისა და ხელახლა აფრენის გადაწყვეტილება მიიღეს. თვითმფრინავი საბოლოოდ აეროპორტში 10:49 საათზე დაეშვა.

შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყო. British Airways-ის წარმომადგენლის განცხადებით, საბოლოოდ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ავიაკომპანია ბრიტანეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების სამმართველოს (AAIB) გამოძიებაში ეხმარება.

წყარო