ავტორი:

ბელა ჰადიდი შეყვარებულია - ვინ არის სუპერმოდელის ახალი რჩეული

ბელა ჰადიდი შეყვარებულია - ვინ არის სუპერმოდელის ახალი რჩეული

ბელა ჰადიდის პირად ცხოვრებაში სიახლეა. 30 წლის სუპერმოდელმა სოციალურ ქსელში ახალი რჩეულის, ნათან ლეისის ფოტოები გამოაქვეყნა და ამით, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა საჯაროდ დაადასტურა.

წყვილი ერთად ჰოკეის მატჩს დაესწრო, ფოტოებში კი ერთმანეთს ეხუტებიან და კამერის წინ სიყვარულის გამოხატვას არ ერიდებიან. თუმცა, ბელას ახალი რჩეული მხოლოდ ცნობილი მოდელის პარტნიორი არ არის - ნათანი კოვბოია, რომელიც კოლორადოში ცხოვრობს და ოჯახის სამშენებლო ბიზნესშია ჩართული.

ბელამ ფოტოები Instagram-ზე 10 ნოემბერს გააზიარა. კადრები 7 ნოემბერს, კოლორადოს ქალაქ დენვერში, Colorado Avalanche-ისა და Detroit Red Wings-ის მატჩზეა გადაღებული. ერთ-ერთ ფოტოში ნათანი ბელას ლოყაზე კოცნის, სხვა კადრებში კი წყვილი ერთმანეთს ეხუტება.

ვინ არის ნათან ლეისი?

ბელას ახალი რჩეული კოლორადოს შტატის ქალაქ კრესტედ ბიუტიდანაა. გამოცემა InStyle-ის ცნობით, ნათანი კოვბოების მეხუთე თაობის წარმომადგენელია. ის ცხენოსნობით არის დაკავებული. ამასთან, ნათანი ოჯახის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, სადაც პროექტების მენეჯერისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციებს იკავებს.

საინტერესოა, რომ ბელა და ნათანი საერთო მეგობრების მეშვეობით იცნობენ ერთმანეთს. ნათანი მოდელის ახლო მეგობრის, რეიჩელ ლეისის ძმაა. წყვილი პირველად 2026 წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულის დროს შენიშნეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ. მოგვიანებით მათი ერთად ყოფნის შესახებ ცნობები კიდევ რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ივლისში ბელასთან დაახლოებული წყარო აცხადებდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ.

წყარო