სოციალურ ქსელში განხილვის მთავარი თემა მოგზაური ქალის ირენის პოსტია. ირენი საქართველოში მოგზაურობისა და ქართველ მამაკაცებთან ურთიერთობის გამოცდილების შესახებ წერს და ქართველ კაცებს, არცთუ ისე სახარბიელოდ ახასიათებს.
"მარტო მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნის მამაკაცებზე ქალისთვის საკმაოდ საინტერესო დაკვირვების საშუალებას იძლევა. ყველაფერს თავისი გემო აქვს, თავისი კულტურული მოლოდინები და ქალებთან მიდგომა. ზოგიერთი ქვეყანა გაბრუებს, ზოგი გაცინებს და ზოგჯერ ისეთ სცენას აწყდები, რომ გაინტერესებს, შემთხვევით ხომ არ შეხვედი არასწორ დაწესებულებაში.
საქართველო ნამდვილად კარგი გაკვეთილი იყო.
უბრალოდ, ისეთი არა, როგორიც მინდოდა - დაწყებული პარკებში უცნობი მამაკაცების მოახლოებით და დაუპატიჟებელი საუბრებით, დამთავრებული დაუსრულებელი მზერით, მე საკმარისზე მეტი ყურადღება მივიღე. უცხოელი ქალის, განსაკუთრებით კი მაღალი, თეთრკანიანი ქალის აქ ყოფნა ნამდვილად არ რჩება შეუმჩნეველი. ზოგიერთი მამაკაცი მშვენიერ ღიმილს, კეთილ მზერას ან მომხიბვლელ კომპლიმენტს გჩუქნის. სხვებს კი, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ ქალები საჯარო გასართობი არ არიან.
და კიდევ იყო მწყემსი, რომელიც ჩემს კარავში ძალით შემოჭრას ცდილობდა, რას იტყვით ტაქსის მძღოლზე, რომელმაც კოცნა დამიპირა და შემდეგ სასტუმროს ნომრამდე გამომყვა?!
არც ის მძღოლი დავივიწყოთ, რომელმაც ხელები ყელში წამიჭირა და ძალით მაკოცა.
ეს ნამდვილად არ არის ის სოფლის სტუმართმოყვარეობა, რომელსაც ვეძებდი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი დაკვირვებები პაემნებმა მომცა.
მოდით, ჩავუღრმავდეთ პაემნების ქართულ ხელოვნებას - რადგან ავსტრალიიდან ვარ, ნამდვილად არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ჩვენი პაემნების სცენა განსაკუთრებულია. რაინდობამ იქ უკვე დიდი ხანია ბარგი ჩაალაგა და ტრადიციული ჯენტლმენი თითქოს გადაშენებული ჯიშია. მამაკაცების მხრიდან ძალისხმევის გამოჩენა, წესიერი პაემნის დაგეგმვა და ინიციატივის აღება ახლა აღარ არის ჩვეულებრივი მოვლენა.
პირადად მე, ძალიან მომწონს მამაკაცი, რომელიც ინიციატივას იღებს. მამაკაცი, რომელმაც იცის რა უნდა, ადგენს გეგმას, იღებს ინიციატივას და არ ეშინია იყოს მასკულინური. ვაფასებ ძველებურ მანერებს, ცოტა რომანტიკას და კაცს, რომელიც თავს ქალად მაგრძნობინებს და არა მორიგ ძმაკაცად, რომელთანაც ანგარიშს იყოფს.
მაგრამ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავება ნამდვილ მასკულინურ თავდაჯერებულობასა და გაბერილ ეგოს შორის, რომელსაც თან ახლავს უამრავი ქედმაღლობა.
და საქართველო? მე ამ უკანასკნელს საკმაოდ ბევრჯერ გადავაწყდი.
პაემნებს ხშირად მთავაზობდნენ საღამოს 10 საათზე ან უფრო გვიან. დაივიწყეთ ვახშამი, ლამაზი რესტორანი ან რამდენიმე სასმელი სასიამოვნო ატმოსფეროში. სასურველი მარშრუტი, პირდაპირ ვინმეს ბინაში ან სასტუმროში წასვლაა ჭაჭაზე. როგორც ჩანს, დასავლელ ქალთან პაემნის ქართული ინტერპრეტაცია გულისხმობდა ვახშამზე საუბრის გამოტოვებას და პირდაპირ საძინებლისკენ გეზის აღებას.
კიდევ უფრო სასაცილოები იყვნენ ის კაცები, რომლებსაც უნდოდათ, რომ პაემანზე მე დამეპატიჟებინა - კი ბატონო. არ ვარ განსაკუთრებით მორცხვი პირველი ნაბიჯის გადადგმაში. მაგრამ როდესაც მოწვევა გავაჟღერე, დანიშნულების ადგილი რატომღაც ყოველთვის სასტუმროს ნომერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე კაფე შევთავაზე. რა საოცრად მოსახერხებელია ვფიქრობდი, რამდენი მათგანი იყო დაქორწინებული? საჯაროდ გამოჩენისგან თავის არიდება ნამდვილად ტოვებდა ვარაუდის საფუძველს.
ფიზიკური მიზიდულობა: გარეგნობა ყველაფერი არ არის. არ ვაპირებ თავის მოკატუნებას, თითქოს ფიზიკურ მიზიდულობას მნიშვნელობა არ აქვს - აქვს. 177 სმ სიმაღლით, მე უკვე იმაზე მაღალი ვარ, ვიდრე მამაკაცების უმეტესობა საქართველოში. აქ იყო რამდენიმე შავგვრემანი სიმპათიური სახე და კარგ გარეგნობის ბიჭს ნამდვილად შეუძლია ჩემი ყურადღების მიქცევა მაგრამ არსებობს საკმაოდ საინტერესო გადასვლა ოთახის მეორე ბოლოდან ვიღაცის სახით აღფრთოვანებასა და რეალურად ამ ადამიანის გაცნობას შორის. მე მომწონს უხეში სილამაზე. მაგრამ მაინცდამაინც მთელ ველურ ბუნებას არ ვეძებ. ცოტაოდენი თავის მოვლა არავის აწყენდა.
და მოწევა აქ ყველა ეწევა? სუნი ყველგანაა. თითებზე, ტანსაცმელზე, თმასა და სუნთქვაში. ეს ჩემთვის სრულიად ამაზრზენი და უდიდესი "turn off"-ია. არაფერი კლავს კოცნას იმაზე სწრაფად, ვიდრე სიგარეტის ჩამჯდარი სუნით სავსე ფილტვები. სიმპათიური სახე და მდიდრული მერსედესი ვერ აანაზღაურებს საფერფლის სუნს. ჯენტლმენებო, გადადეთ სიგარეტი და აღმოაჩინეთ სუფთა ჰაერი> - წერს ირენი.
ბაია პატარაია:
"ახალგაზრდა ავსტრალიელ ქალს უმოგზაურია საქართველოში, პაემნებზეც უვლია და ისეთებს წერს ქართველ კაცებზე, წაიკითხეთ… ვავა… დიდი წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავზე, მხოლოდ სექსი აინტერესებთ, ოღონდ აბსოლუტურად არ იციან ქალს როგორ ასიამოვნონ: მოსაწყენები, წინასწარგანჭვრეტადები და ორწუთიანები არიანო… ვაი, ვაი".
თორნიკე რაზმაძე:
ესეიგი, ვიღაც ავსტრალიელი ქალი (როგორც შემდეგ გაირკვა-რუსი) ტურისტი ყოფილა ჩამოსული, ქართველ კაცებთან უვლია აღმა-დაღმა (როგორც თავად დაწერა) და არცერთი არ მომეწონაო: რომანტიკა ამათ არ იციან და პრელუდიაო, ეგრევე "სპალნაში" მეპატიჟებოდნენო, თან ფოტოები გამოაქვეყნა ამ კაცების... ყველა ისეთ ვიდზეა, ყოფილი ან მოქმედი სპეცრაზმელები არიან, ახლა მეზარება ვუპასუხო და ავუხსნა საერთოდ მადლობა რო უნდა თქვას რო არ დააბეს და ძალით არ აყვირეს: "ხარება მაგარი კაციაო".
ლაშა ბერულავა:
გარეგნობაზე რახან თვითონ ამახვილებს ყურადღებას და ქართველ კაცებს უწუნებს "კავკასიონისხელა" ეგოებს, თვითონ რომ იგივეს შეუწუხებია, რატომ ვერ ამჩნევს?"დასავლელი თეთრი ქალი აქ შეუმჩნეველი არ რჩებაო" - გაფიცებთ ყველაფერს, თბილისის და ნებისმიერი ჩვენი ქალაქის ქუჩებში ამ ასაკის ისეთი კარგი და თვალშისაცემი გინდ ადგილობრივი და გინდაც უცხოელი ქალები დადიან, აი ეს რატომ უნდა შეამჩნიო და გამოარჩიო?
თეონა ბაღდავაძე:
რუსი გაბოროტებული და არაჰიგიენური ბომჟის აზრები რომ გვაინტერესებს კაცებზე და ზოგადად ქართველებზე რა არის ეს გარდა პატარა ერის კომპლექსისა?
იდა ბახტურიძე:
არ წამიკითხავს, მაგრამ ფოტოები რომ გამოაჭენა, უკვე ძაან სხვა პრობლემაა ეს პოსტი