ავტორი:

"ავთანდილ ბილანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს" - რას ამბობს ადვოკატი

"ავთანდილ ბილანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს" - რას ამბობს ადვოკატი

თავიდანვე განვაცხადე, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, შესაბამისად, რა გიპასუხოთ?,- ასე უპასუხა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატმა თამარ აბესაძემ კითხვას, იმყოფებოდა თუ არა, ბილანიშვილი დავით ფეიქრიშვილთან საკანში.

  • "გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დავეთანხმეთ. ბრალდების მხარის მოთხოვნები უსაფუძვლოა, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეფარდებული აქვს.

ადამიანი დუმილის უფლებას იყენებს. ავთანდილ ბილანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს", - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.