ავტორი:

"მე ჩემს შვილებს თამამად ჩავხედავ თვალებში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს?!" - ელენე ხოშტარია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

"მე ჩემს შვილებს თამამად ჩავხედავ თვალებში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს?!" - ელენე ხოშტარია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან მიმართვას ავრცელებს.

"რადგან არა მაქვს შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად ვიყო იქ, ბათუმში, სადაც ეს მართლა ისტორიული პროცესი მიდის, მინდა, რომ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს. მივმართო პირდაპირ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ მოისმინოთ ეს ჩემი მიმართვა. გაკვირდებით, ამდენი დღეა გაკვირდებით, გაკვირდებით ძალიან დიდი ყურადღებით. ვაკვირდები თქვენს სიტყვას, ინტონაციას, მიმიკებს, ზოგადად, როგორ მიგყავთ ეს პროცესი, როგორ ატარებთ ამ ყველაფერს და გული მიკვდება. ოღონდ გული მიკვდება იმაზე კი არა, რომ რაღაც აკრძალავთ პარტიებს ან რაღაც დანაშაულს ჩაიდენთ, ეს იყო, იმაზე კი არ მიკვდება გული, რომ თქვენ დავალებას ასრულებთ. სამწუხაროდ, ამას უკვე შეგუებული ვარ.

  • ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს. აი, ეს ტყუილის თქმის სიმსუბუქე, ეს თამაშის მანერა არის მართლაც მომაკვდინებელი ნებისმიერი ქართველისთვის.ახლა შეიძლება, რომ მართლაც... თქვენ თავს გაეცით პასუხი, მე არ მჭირდება პასუხები. თქვენ გაეცით თქვენს თავს და თქვენს ახლობლებს, თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახის წევრებს. შეწუხებული სახით, ძალით დაღვრემილი სახით რომ იძახით: "ქვის სროლა და მოლოტოვის სროლა, განა გაგებულა? ეს ძალადობა არ არის?“ - აი, ამას რომ იძახით. ძალიან დიდი ბოდიში, ასე რომ შეწუხებული ხართ იმიტომ, რომ თქვენ წლების განმავლობაში 100 000 ჩვენი თანამოქალაქის ფონზე რამდენი ცალი მოლოტოვი დაინახეთ, ჯერ ამ კითხვას მინდა გაგცეთ პასუხი. რამდენი ცალი მოლოტოვი დაინახეთ?

ერთი თითი გეყოფათ ამის ჩამოსათვლელად. მეორე მხრივ რეები დაინახეთ, ახლავე მოგახსენებთ. ოღონდ დაინახეთ და არ გინდათ, რომ აღიაროთ.ამ ქვის სროლაზე რომ ლაპარაკობთ, ქვის სროლა კარგია თუ ცუდია, თქვენ, მოსამართლეებმა არ იცით, რომ აი ისე, ცალკე აღებული ქვის სროლა არაფერი არასდროს... ქვის სროლა შეიძლება იყოს სპორტი, ქვის სროლა შეიძლება იყოს ზღვასთან გართობა, სხვის... ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდასხმა და ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდაცვა. და თქვენ არ იცით ის კონტექსტი, სად იყო ის ქვის სროლა? იმით... იმით რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ, დასისხლიანებული, ღიად სპეცრაზმის ნაცემი? რატომ არ დაითვალეთ ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? ან იმას, გორდულაძეს, ოლიმპიელ... სპორტსმენს ამოფარებული იმეებს, ოპოზიციას რომ ურტყამს და უქნევს ხელს და სუსს ამოფარებული, მაგას რატომ არ მოსთხოვეთ ადამიანის დამტვრეული ძვლები რომ დაითვალოს? ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, გამზადებული სისტემურად - და თქვენ რომ გიყვართ ეს სიტყვა - გამზადებული მარშრუტკები რომ მოაყენეს ადამიანების საწამებლად? ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, პატივცემულ ჟურნალისტს სახეში რომ აფურთხებენ? ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, ღობე რომ გადაჭრეს და მაღადახტა კობახიძე, სიურპრიზს უწყობს საზოგადოებას, რომ აი ასე ღია არის და გადაჭრილი ღობე რომ დახვდათ? ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ? ხარებამ, რომ წიხლით ეჭირათ ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, ახალგაზრდა და ხელებით ეჭირათ პოლიციელებს და წიხლებს ურტყამდა? ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა: "ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო“? ან მაკა ჩიხლაძის სახემ რატომ არ შეგაწუხათ?

გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა, რის გამოც მერე მაკო გომურს, ლეთოდიანს და სხვებს თვალები დათხარეს ცხოველის იმითი, ტყვიებით? ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ შეურაცხყოფა არ მოგაყენათ? ან ზოგადად ის, რაც ცრუ მოწმეები რომ დგებიან ხოლმე თქვენს საპატივცემულო სასამართლო მაგიდასთან და ტყუილებს რომ იძახიან, და თქვენ რომ ყველაზე კარგად იცით, რომ ტყუილებს იძახიან, ეს რატომ არ შეურაცხგყოფთ? მხოლოდ ის შეურაცხგყოფთ, რომ მაია კოპალეიშვილმა სიმართლე გითხრათ?ახლა დაუმორჩილებლობაზე მინდა ვთქვა. მეთოფიშვილი კითხვას სვამდა, მე მგონი მეთოფიშვილია მისი გვარი.

კითხვის დასმა უნდოდა კოალიციის მიმართ დაუმორჩილებლობაზე და ჩემი ხსენება უნდოდა: "თქვენს პარტიაშიო ერთი ლიდერი არიო, რომელიცო დაუმორჩილებლობას სხვანაირად უყურებსო“. დიახ, ბატონო მეთოფიშვილო, ზუსტად ასე ვუყურებ დაუმორჩილებლობას და ღმერთს ვევედრები, თქვენც ასე უყურებდეთ კანონს ზოგადად. იმიტომ, რომ მე მთავაზობთ, რომ ფლომასტერის ქიმიურ ექსპერტიზას დავესწრო სასამართლო დარბაზში, სერიოზული სახით ვიდგე და გავაგრძელო ჩემი პატივისცემა. თქვენ მე მთავაზობთ, რომ ტროტუარზე დგომა დანაშაულიაო - ეს ვაღიარო, შევასრულო, სასამართლოზე დავდგე და ჩემს თავს პატივი ვცე ამის შემდეგ. თქვენ მე მთავაზობთ, Facebook-ზე დაწერილი პოსტი დანაშაულად ვაღიარო, მერე დავესწრო ამ სასამართლოს და მერე გავაგრძელო თავის პატივისცემა და ჩემი ქვეყნის მსახურება.

ყველაზე კარგად იცით თქვენ, რომ მე რასაც ვლაპარაკობ, არის სიმართლე. იცით როგორი სიმართლე? გულწრფელად გეუბნებით, სიმართლე, რომელსაც მე მთელი ცხოვრება გავიმეორებ. სიმართლე, რომელსაც მე ჩემს შვილებს ჩავხედავ თვალებში, თამამად ჩავხედავ, ვეტყვი. აბა თქვენ დაფიქრდით ახლა, შეგიძლიათ ჩახედოთ თქვენს შვილებს თვალებში და უთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მას მიტაცებული არ აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო? შეგიძლიათ ეს? მე ნუ მეტყვით პასუხს, თქვენს თავს უთხარით და არ ვიცი, ეგებ მართლა რაიმე გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციაში, როგორიც იპოვა ქალბატონმა მანანა კობახიძემ და პატივს ვცემ ამ გამოსავალს." - ამბობს ელენე ხოშტარია მიმართვაში.