სოციალურ ქსელში ვრცელდება სასიხარულო ინფორმაცია 5 წლის გიოს შესახებ, რომელიც საზოგადოების თანადგომის შედეგად მალე თურქეთში მკურნალობის გაგრძელებას შეძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქში" თათა ცინცაძე ავრცელებს.
"მეგობრებო, ჩვენ ეს შევძელით! პატარა გიოსთვის საჭირო თანხა ზუსტად 48 საათში შეგროვდა! გიო, ჩვენი პატარა ბიჭი რამდენიმე დღეში, თქვენი წყალობით, თურქეთში გაემგზავრება.ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმ ემოციებს, რასაც ახლა ვგრძნობ… სულ რაღაც 48 საათში ათასობით ადამიანი გაერთიანდა ერთი პატარა ბიჭის გადასარჩენად. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამხელა ძალა აქვს ერთობას, სიყვარულს და ადამიანურ თანადგომას.ეს არის ჩვენი საქართველო! უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, უკლებლივ ყველას! ყველას, ვინც გაიღო თანხა, გააზიარა პოსტი, გაავრცელა ინფორმაცია, ილოცა და გულთან მიიტანა პატარა გიოსა და მისი ოჯახის ამბავი.გიო, იცოდე, მარტო არასოდეს იქნები! შენს უკან ათასობით ადამიანის სიყვარული და თანადგომა დგას. ყველას გვჯერა, რომ წინ დიდი გამარჯვება გელოდება! ახლა კი ჩვენი შემდეგი მიზანია, რამდენიმე თვეში გიოს გამარჯვების ისტორია მოგიყვეთ და ერთად ვიზეიმოთ მისი ჯანმრთელობისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯები! " - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ამ მძიმე შემთხვევის შემდეგ ოჯახი დღემდე იბრძვის როგორც ბავშვის ჯანმრთელობისა და უკეთესი მომავლისთვის, ისე სამართლიანობის აღსადგენად. „"უალინგის“ წინააღმდეგ ოჯახს სამოქალაქო დავა აქვს დაწყებული, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო ცენტრის შენობა დაახლოებით სამი თვეა დაყადაღებულია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება.