ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა RAF-ის აბუ დაბის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა! მან მეტოქე წუთნახევარში (4:2) დაამარცხა.
ეს ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლის მესამე გამარჯვებაა. აქამდე მან ჰენრი სეხუდოსა და ფრენკი ედგარს მოუგო.
აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი არენაზე რთული და ხმაურიანი კვირის შემდეგ დაბრუნდა - აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტისა და დაკავების მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ასპარეზობა შეძლო და გამარჯვებაც მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფეიბერის მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი იყო დასახელებული, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ ორგანიზაციამ შეხვედრის მონაწილე შეცვალა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი წარადგინა. ამგვარად, საბასთვის ეს RAF-ის დიდ სცენაზე მნიშვნელოვანი დებიუტი იქნება.