ავტორი:

საბა ლაზიშვილის შთამბეჭდავი დებიუტი - ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა  RAF-ის აბუ-დაბის ტურნირზე ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა

საბა ლაზიშვილის შთამბეჭდავი დებიუტი - ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა  RAF-ის აბუ-დაბის ტურნირზე ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველი სპორტსმენის წარმატებული დებიუტი აბუ-დაბიში - მერაბ დვალიშვილის შემდეგ, RAF-ის ტურნირზე გამარჯვება ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმაც მოიპოვა. მან UFC-ის ყოფილი ამერიკელი მებრძოლი, ლეგენდარული ურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.

  • აღსანშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე პირველად მოექცა ასეთი მასშტაბური საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და მან გულშემატკივრების მოლოდინები გაამართლა.

ქართველი სპორტსმენს შეხვედრა გუშინ, აბუ-დაბის საპატიმროს დატოვების შემდეგ ჩაენიშნა - მას მოსამზადებლად მხოლოდ 1 დღე ჰქონდა.

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი იყო დასახელებული, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ ორგანიზაციამ შეხვედრის მონაწილე შეცვალა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი წარადგინა.

  • თავად მერაბს რაც შეეხება, მან მეტოქე წუთნახევარში (4:2) დაამარცხა.

სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.ეს ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლის მესამე გამარჯვებაა.

აქამდე მან ჰენრი სეხუდოსა და ფრენკი ედგარს მოუგო.