ავტორი:

“ბანკი სახლის ღირებულებას 100%-ით დაგიფინანსებთ!“ - რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელმაც უძრავი ქონება ახლახან შეიძინა

“ბანკი სახლის ღირებულებას 100%-ით დაგიფინანსებთ!“ - რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელმაც უძრავი ქონება ახლახან შეიძინა

ქართველი ემიგრანტი იტალიაში სახლის შეძენის პროგრამის შესახებ დეტალებს გვიზიარებს, რომელმაც შესაძლოა უძრავი ქონების ღირებულების 100% დააფინანსოს.

იტალია მცხოვრები სალომეს თქმით, ან სწორედ ამ პროგრამით ისარგებლა, სახლი შეიძინა და ახლა გადაბარგების პროცესშია.

  • ვიდეო საკმაოდ პოპულარული გახდა და საზოგადოებაში დიდი დაინტერესება აღმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, ბანკით უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, იტალიაში ბევრად მისაღები პირობები მოქმედებს რიგითი ადამიანისთვის, ვიდრე საქართველოშია.

“როგორ ხდება იტალიაში სახლის შეძენა? ახლახან შევიძინე სახლი, გადაბარგების პროცესში ვარ.

პირველი და ყველაზე საუკეთესო რამ არის, თუ თქვენ ხართ 35 წლამდე, ამ შემთხვევაში სახლის ყიდვა ყველაზე მარტივია. აარჩევთ სახლს და ბანკს. ბანკი გამოგზავნის შემფასებელს, ამ სახლს შეაფასებს და ბანკი 100%-ით დაგიფინანსებთ სახლის ღირებულებას. ანუ რა გამოდის, ახალგაზრდები, რომლებიც 35 წლამდე არიან, აქვთ მუდმივი კონტრაქტი, იტალია გაძლევს იმის საშუალებას რომ სახლი შეიძინო თუნდაც ისე, რომ ჯიბეში ერთი ცენტიც კი არ გქონდეთ.

ამის გარდა ხელზე აუცილებლად დაგჭირდებათ თანხა - ეს არის სააგენტოს და ნოტარიუსის გადასახადი. ჩემს შემთხვევაში სააგენტო დაჯდა 7200 ევრო, ნოტარიუსი კი 6000. ანუ საერთო ჯამში 13 200 ევრო, რომელიც ხელზე აუცილებლად უნდა გქონდეთ.

ძირითადი კრიტერიუმები 100%-იანი დაფინანსებისთვის (Consap-ის გარანტიით):

  1. ასაკი 36 (არ უნდა იყოს 36 წელი შესრულებული).
  2. ISEE შემოსავალი: იმისათვის, რომ სახელმწიფო გარანტია ავტომატურად გაიზარდოს და ბანკმა 100%-იანი კრედიტი დაგიმტკიცოს, შენი ოჯახური/პირადი ISEE არ უნდა აღემატებოდეს 40,000 ევროს.
  3. ქონება: იტალიაში არ უნდა გქონდეს სხვა საცხოვრებელი სახლი (პირველი სახლის ყიდვის პროგრამაა - prima casa).
  4. თანხის ლიმიტი: Consap-ის ფონდით უზრუნველყოფილი მაქსიმალური სוციალური სესხი შეადგენს 250,000 ევრომდე.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ 35 წელს ზემოთ ხართ? ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სახლის ღირებულების რაღაც პროცენტი მაინც გქონდეს, რომელსაც გადაიხდით. დანარჩენს კი ბანკი დააფინანსებს.

მნიშვნელოვანია, რომ 35-წლამდე პირების სესხი, რომლითაც სახლს ყიდულობენ, მათი ბანკის პროცენტი ბევრად დაბალ პროცენტშია, ვიდრე 35 წელს ზემოთ.

ბინის გაყიდვა ყიდვიდან დაახლოებით 5 წელიწადში შეგიძლიათ. თანხას არასდროს არ კარგავთ და ქირის გადახდას, ყოველთვის ჯობია საკუთარ სახლში იხადო. თუ რამეა, სახლს გაყიდით და ფულს დაიბრუნებთ,“ - აცხადებს ქართველი ემიგრანტი.