პროფესიონალური ჭიდაობის ახალმა ამერიკულმა ლიგამ - Real American Freestyle-მა (RAF), რომლის მორიგი მასშტაბური ღონისძიებაც აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე ქართველი სპორტსმენების, მათ შორის მერაბ დვალიშვილის, საბა ლაზიშვილისა და გიგა ჭიკაძის მონაწილეობით გაიმართა, სპორტის ამ სახეობაში აქამდე არსებული ფინანსური სტანდარტები რადიკალურად შეცვალა.
შეგახენებთ, მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი (4:2) დაამარცხა, ხოლო 21 წლის საბა ლაზიშვილმა სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვება (12:7) ლეგენდარულ ამერიკელ ურაია ფეიბერთან მოიპოვა.
“ბიზნესპრესნიუსი“ გამოცემების - BJJEE-ის, MMA Fighting-ისა და EssentiallySports-ის მონაცემებით, ლიგის ტოპ-მებრძოლების ერთჯერადი შეხვედრის ანაზღაურების შესახებ წერს.
სპორტული მიმომხილველების შეფასებით, გუშინ გამართული შეხვედრებისთვის, UFC-ის ვარსკვლავების და ტურნირის მთავარი ჰედლაინერების, მათ შორის მერაბ დვალიშვილისა და არმან ცარუკიანის გარანტირებული ანაზღაურებაც სწორედ ექვსნიშნა დიაპაზონში (150 000 - 300 000 დოლარის ფარგლებში) მერყეობს.
რაც შეეხება ლიგის დებიუტანტებს, მათ შორის საბა ლაზიშვილა და ქარდის ქვედა საფეხურზე მყოფ მოჭიდავეებს, მათი კონკრეტული კონტრაქტები კომერციულ საიდუმლოდ რჩება და ინდივიდუალური მოლაპარაკებებით განისაზღვრება. ზოგადი პრაქტიკის მიხედვით, დამწყები სპორტსმენების ანაზღაურება მთავარი ჰედლაინერების ექვსნიშნა თანხებს ჩამოუვარდება, თუმცა RAF-ში მოქმედი ბონუსების სისტემა შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას დებიუტანტებსაც აძლევს. იხილეთ სრულად