ნეშვილის მცხოვრებმა 33 წლის გეილა თომპსონმა 10-წლიანი ქორწინება დაასრულა და ცხოვრება სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყო. როგორც დასავლური მედია უცნაური ფაქტის შესახებ წერს, მან ქმართან ცხოვრებაზე უარი მისი არაჰიგიენური ცხოვრების წესის გამო თქვა. შემდეგ პატარა გოჭი შეიძინა, რაც მისი ოცნება იყო.

2025 წლის ნოემბერში, განქორწინების ოფიციალურად გაფორმებისთანავე, 33 წლის გეილა თომპსონმა 8 კვირის, დაახლოებით 4 კგ წონის გოჭი, სახელად დეიზი შეიძინა.
“ერთი გოჭი მეორით ჩავანაცვლე“, - იხუმრა თომპსონმა. ქალის თქმით, ყოფილი ქმარი მას შინაური ღორის ყოლის უფლებას არ აძლევდა, სწორედ განქორწინების შემდეგ გაუჩნდა შესაძლებლობა, მისი ოცნება აესრულებინა.
გეილას თქმით, ბავშვობიდანვე ცხოველების დიდი მოყვარული იყო და დაშავებულ ფრინველებსა თუ ცხოველებს უვლიდა: “ფილმ 'Charlotte's Web'-ში რომ პატარა გოგონაა, სწორედ ის ვარ. ასე რომ, ჩემგან შინაური ღორის ყოლა სრულიად მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნავს იგი.

ამჟამად დეიზი დაახლოებით 23 კგ-ს იწონის. მას საკუთარი საწოლი, სათამაშოები და ტუალეტის ყუთი აქვს. თომპსონს დეიზი ყოველკვირეულად საყელურით ასეირნებს ადგილობრივ შინაურ ცხოველთა მაღაზიაში, სადაც გოჭი ყველა თანამშრომლის საყვარელი ბინადარი გახდა. გარდა ამისა, დეიზი ცნობილი სწრაფი კვების ობიექტ Sonic-ის ხშირი სტუმარია, სადაც პერსონალი მას დანახვისთანავე იცნობს და სპეციალური ნაყინით უმასპინძლდება.
თომპსონის თქმით, ღორები ძალიან სუფთა ცხოველები არიან. დეიზი ბუნებრივ საჭიროებებს მხოლოდ თავის სპეციალურ ყუთში იკმაყოფილებს.

3 თვის ასაკში გოჭმა კარადების გაღება და ნივთების გადმოყრა ისწავლა, რის გამოც სახლში უსაფრთხოების ზომების მიღება გახდა საჭირო.
შინაური ღორის მოვლა ფინანსურადაც საკმაოდ იაფი ჯდება: პირველ ზამთრის თვეებში დეიზის მოვლა თვეში დაახლოებით 50 დოლარი ჯდებოდა. მას შემდეგ, რაც ეზოში სპეციალურ ფარეხს მოუწყობენ, ხარჯი თვეში 20 დოლარამდე შემცირდება.
დეიზის ყოველდღიური რაციონი მარცვლეულის გრანულებისგან, სალათის ფურცლებისა და Cheerios-ისგან შედგება. გარდა ამისა, იგი სიამოვნებით ჭამს საჭმლის ნარჩენებსაც, რის გამოც ოჯახში საკვები აღარ ფუჭდება.
განქორწინების შემდეგ გეილას ცხოვრებაში ახალი პარტნიორი გამოჩნდა, რომელმაც ქალის ოცნება გაიზიარა. წყვილი დიდი ფერმის აგებასაც გეგმავს.