საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე "კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ავტოსაგზაო შემთხვევათა საგანგაშო სტატისტიკასა და გამოსავლის გზებზე საუბრობს.
მისი თქმით, სახელმწიფომ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის სათანადოდ მიწოდებაზე უნდა იზრუნოს.
- ბატონო მევლუდ, ავტოავარიები ისევ დიდი პრობლემაა, დღე არ გადის უმძიმესი ტრაგედიების გარეშე. მიზეზი ხშირად გადაჭარბებული სიჩქარე და მთვრალი მძღოლია. ამ დღეებში დაიღუპა ბავშვი, დაშავდნენ მისი ოჯახის წევრებიც. ითქვა, რომ მძღოლი მთვრალი იყო. ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?
- ერთ წინადადებაში, ერთ სიტყვაშიც შემიძლია ჩავატიო ამ კითხვის პასუხი: ეს არის განათლება, ანუ ხალხს სიღრმისეულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სატელევიზიო გადაცემებით, სოცქსელებით, ყველა გზით, რომ საჭესთან მთვრალი მძღოლი დამნაშავეა! განათლება უნდა დაიწყოს ბაღიდან, სკოლიდან, თუ რას ნიშნავს საგზაო უსაფრთხოება, რა შეიძლება მოჰყვეს საგზაო წესების დარღვევას. ერთ წამში, ერთი რომელიმე კანონის ცვლილებით ან ერთი მოქმედებით, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერაფერს აღმოფხვრი.
კამერები დააყენეს ყველგან, მართვის მოწმობებს ართმევენ, ჯარიმები გაიზარდა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენს მოქალაქეებს გაცნობიერებული არა აქვთ საფრთხე, რას რა შეიძლება მოჰყვეს, რომ სხვას რაც დაემართა, შეიძლება მასაც დაემართოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია განათლება, რადგან საგზაო გადაადგილების მონაწილე ვართ აბსოლუტურად ყველა, გვინდა თუ არა, როგორც კი სახლიდან გამოვალთ, მისი ნაწილი ვხდებით. ამიტომ საჭიროა განათლება ყველა დონეზე, როგორც ქვეითად მოსიარულის, ასევე ყველა სახის ტრანსპორტის მძღოლის. ამ მიმართულებას უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო, რათა შეინარჩუნოს თავისი მოქალაქეები. სახელმწიფოსთვის ხომ ეკონომიკურადაც წამგებიანია ამდენი ტრავმიანობა, დაშავებული და დაღუპული ადამიანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფინანსურად რომ დაითვალოს სახელმწიფომ, ნამდვილად უღირს ფულის დახარჯვა ამ მიმართულებით განათლებაში. თუ დღესვე დავიწყებთ მასობრივად ხალხის ამ სფეროში განათლებას, ამისთვის გამოვიყენებთ სხვადასხვა საშუალებას, თუ საზოგადოებას სათანადოდ მივაწოდებთ ინფორმაციას, 10 წელიწადში რაღაც შედეგი გვექნება, ხოლო 15 წელიწადში - სერიოზული შედეგი იქნება. სხვაგვარად არაფერი გვეშველება, რაც არ უნდა ვქნათ, სულ რომ მანქანით გადაადგილება ავკრძალოთ, მაინც გამოძვრება ვიღაც, ვინც დალევს, დაჯდება საჭესთან და რაღაც საშინელებას მოახდენს, იმიტომ, რომ არა აქვს გაცნობიერებული რისკი. ნასვამი მძღოლი საჭესთან ჩვეულებრივი მკვლელია. ის არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვისაც ხელში იარაღი უჭირავს და ისვრის.
- სისტემატურად ვაშუქებთ ამ ტრაგედიებს, მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველდღე იგივე ხდება, რატომ?
- . მე და ამ დარგის სხვა სპეციალისტს რომ პატარა კომენტარს ჩამოართმევენ, არ არის საკმარისი. მასობრივად უნდა იყოს გადაცემები საგზაო უსაფრთხოებაზე. მოთხოვნა უნდა წარმოქმნას სახელმწიფომ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს სჭირდება ყველაზე მეტად ეს თუნდაც ეკონომიკურად. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის, საგზაო შემთხვევებითა და სიკვდილიანობით ვჯობნით აფრიკის ისეთ ქვეყნებსაც კი, სადაც ღვედის გაკეთებაც კი ჯერ არ შემოუღიათ.
- მთვრალი მძღოლი მხოლოდ ქართველების პრობლემაა, თუ სხვა ქვეყნებშიც არის აქტუალური ეს საკითხი?
- მძღოლის სიმთვრალის პრობლემა მერთი გადაცემა მაინც მითხარით ამ თემებზე, საგზაო უსაფრთხოებაზე სად ყოფილა ბოლო წლებში. შეიძლება სპეციალისტი მოიყვანონ და კონკრეტულ თემაზე ასაუბრონ მაშინ, როცა სახელმწიფოს სურს გამოიტანოს კონკრეტული თემათელ მსოფლიოშია, უგუნურ ადამიანს რა დალევს, მაგრამ სოციუმი, სადაც ასეთები ცხოვრობენ, არ აძლევს მას გასაქანს, ვიღაც ყოველთვის იქნება მის გვერდით, ვინც ეტყვის, ნასვამი საჭესთან არ უნდა დაჯდეო. მძღოლის სიმთვრალის პრობლემა ნაკლებად არის განვითარებულ ქვეყნებში. ამაზე მიდის მუშაობა ყველგან. ნასვამ მძღოლს ართმევენ მართვის მოწმობას, უწესებენ სახდელებსა და ძალიან მკაცრ სასჯელს. მართვის მოწმობის დასაბრუნებლად მან ფსიქოლოგიური ტესტირება უნდა გაიაროს. განაგრძეთ კითხვა