ავტორი:

"აი, რისთვის ვშრომობდი მთელი ცხოვრება“ - ჯონი დეპის ემოციური ინტერვიუ მამობაზე და იმაზე, თუ როგორ შეცვალეს შვილებმა მისი ცხოვრება

"აი, რისთვის ვშრომობდი მთელი ცხოვრება“ - ჯონი დეპის ემოციური ინტერვიუ მამობაზე და იმაზე, თუ როგორ შეცვალეს შვილებმა მისი ცხოვრება

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, 63 წლის ჯონი დეპმა CBS Mornings-თან ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა მის შვილებზე და იმ საოცარ გრძნობაზე, რასაც მამა-შვილობა ჰქვია.

მსახიობის თქმით, მამობამ სამუდამოდ შეცვალა არა მხოლოდ მისი კარიერა, არამედ მისი ცხოვრებისეული ხედვა.

"თითქოს თვალებიდან საბურველი ჩამომშორდა. სანამ ჩემი პირველი შვილი დაიბადებოდა, ამ საბურველის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა",- განაცხადა მან.

ინტერვიუში დეპი ლილი-როუზ დეპის დაბადებას იხსენებს, რომელიც მას ყოფილ პარტნიორთან, ვანესა პარადისთან შეეძინა. წყვილს მეორე შვილიც ჰყავს - ვაჟი ჯეკი. მსახიობის თქმით, შვილების დაბადებამ მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა, თვალები აუხილა და გააცნობიერებინა, თუ რისთვის შრომობდა ამდენს მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ვარსკვლავი იხსენებს, რომ იყო წლები, როცა საკუთარ თავს ეკითხებოდა: რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფილმებში? ამ კითხვაზე პასუხი მანამდე არ ვიცოდი, სანამ თვალები არ ამეხილა, მაშინ კი მყისიერად მივხვდი, აი, რისთვის გადამიდგამს ცხოვრებაში თითოეული ნაბიჯი! აი,რაში მდგომარეობს ყველაფრის არსი!" - განმარტა დეპმა.

"იმ შემთხვევაშიც კი თუ სულაც არ ხარ ეგოისტი, შვილის დაბადება პირველი ნამდვილი და უანგარო მომენტი ცხოვრებაში. როცა შვილი შეგეძინება, სამყაროში სხვა ყველაფერი არსებობას წყვეტს",- ამბობდა მსახიობი 2025 წელს მიცემულ ინტერვიუშიც.

დეპის თქმით, დღესაც არაფერი შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ მისი შვილები უკვე გაიზარდნენ. ახლა ლილი როუზი 27, ჯეკი კი 24 წლისანი არიან.

"სიმართლე გითხრათ, პირველად სწორედ საფრანგეთის სამხრეთში მდებარე იმ სახლში ვიგრძენი, რომ ნამდვილი სახლი მქონდა - სადაც ვანესასთან ერთად ბავშვებს ვზრდიდი, ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც მართლა სახლად მიმაჩნდა" - აცხადებს ჯონი დეპი ინტერვიუში.

ჯონი დეპი და ვანესა პარადი 12 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ 2012 წელს გაშორდნენ.

წყარო: pagesix.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა