კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით დღეს შეხვდება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ღარიბაშვილი გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
"გადავწყვიტეთ, რომ პროკურორი ჩვენი თანდასწრებით შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. უნდა გავერკვეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება. თუკი, გამოძიება დაწყებულია, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მისი სურვილია ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.