ავტორი:

"გვაბედნიერებ, პატარავ. ასე გააგრძელე“ - 60 მილიონი ნახვა, 5 მილიონი მოწონება: ევა ბუთიაშვილი შაჰ რუხ ხანის სიმღერით ინდოეთშიც ვარსკვლავი გახდა: რას წერს ინდური მედია

"გვაბედნიერებ, პატარავ. ასე გააგრძელე“ - 60 მილიონი ნახვა, 5 მილიონი მოწონება: ევა ბუთიაშვილი შაჰ რუხ ხანის სიმღერით ინდოეთშიც ვარსკვლავი გახდა: რას წერს ინდური მედია

პატარა ქართველი გოგონა, ევა ანა მარია ბუთიაშვილი ამჯერად ინდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მისმა ვიდეოებმა, სადაც ბოლივუდის პოპულარულ სიმღერებზე ცეკვავს და ჰინდი ტექსტებს მღერის, ინდოეთის სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გოგონას ერთ-ერთმა ვიდეომ, რომელშიც ის შაჰ რუხ ხანისა და კაჯოლის მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ფილმის - "Dilwale Dulhania Le Jayenge“-ის სიმღერაზე ცეკვავს, რამდენიმე დღეში ათეულობით მილიონი ნახვა დააგროვა.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by ფიქრია ბუთიაშვილი (@anamaria_eva_)

• ევას პოპულარობის შესახებ ბოლო დღეებში არაერთმა გავლენიანმა ინდურმა გამოცემამ დაწერა, მათ შორის The Times of India-მ, NDTV-მ, The Indian Express-მა, India Today-მ, The Economic Times-მა, Moneycontrol-მა და Aaj Tak-მა.

ყველაფერი Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დაიწყო. ევა, რომელიც სოციალურ ქსელში @anamaria_eva_ სახელით არის ცნობილი, სხვადასხვა ენაზე შესრულებულ სიმღერებზე ცეკვისა და სიმღერის ვიდეოებს რეგულარულად აქვეყნებს. მის გვერდზე ბოლივუდის კომპოზიციებიც ხშირად გვხვდება, თუმცა ერთ-ერთმა ბოლო ჩანაწერმა მანამდე გამოქვეყნებულ ვიდეოებს პოპულარობით საგრძნობლად გადააჭარბა - წერს ადგილობრივი მედია.

ვიდეოში ევა "Mehendi Laga Ke Rakhna“-ს მელოდიას აჰყვა და სიმღერის ტექსტის გამეორებას ცდილობს. კომპოზიცია 1995 წელს გამოსული ბოლივუდური ფილმის, "Dilwale Dulhania Le Jayenge“-ის საუნდტრეკია. ფილმში მთავარ როლებს შაჰ რუხ ხანი და კაჯოლი ასრულებენ. ეს სიმღერა ინდოეთში განსაკუთრებით პოპულარულია და საქორწილო დღესასწაულებთანაც ასოცირდება.

ჩანაწერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალი გარემოა, სადაც პატარა გოგონა ცეკვავს. ვიდეო იწყება კოცონთან, სადაც ევა ბაბუას გვერდით ზის, თუმცა საყვარელი სიმღერის აჟღერებისთანავე ცეკვას იწყებს.

ათეულობით მილიონი ნახვა რამდენიმე დღეში

ვიდეო Instagram-ზე 12 ნოემბერს გამოქვეყნდა და მისი პოპულარობა ძალიან სწრაფად გაიზარდა.

13 ნოემბერს NDTV წერდა, რომ ევას ვიდეოს უკვე 36 მილიონზე მეტი ნახვა და 60 ათასზე მეტი კომენტარი ჰქონდა. გამოცემის ყურადღება მიიპყრო იმანაც, რომ გოგონას სხვა ვიდეოები, როგორც წესი, ერთიდან ოთხ მილიონამდე ნახვას აგროვებდა, ახალმა ჩანაწერმა კი ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

იმავე დღეს The Times of India-მაც გამოაქვეყნა სტატია ქართველი გოგონას შესახებ და აღნიშნა, რომ მისმა ცეკვამ ინდოელი მაყურებლები მოხიბლა.

14 ნოემბერს Moneycontrol-მა დაწერა, რომ ვიდეოს ნახვების რაოდენობამ 24 საათში 44 მილიონს გადააჭარბა. The Indian Express-ის ცნობით, ჩანაწერს უკვე თითქმის 55 მილიონი ნახვა, ხუთ მილიონზე მეტი მოწონება და 90 ათასზე მეტი კომენტარი ჰქონდა. იმავე დღეს The Economic Times-იც გამოეხმაურა ევას პოპულარობას და აღნიშნა, რომ შაჰ რუხ ხანისა და კაჯოლის ცნობილი ფილმის სიმღერამ საქართველო ინდურ სოციალურ ქსელებთან დააკავშირა.

15 ნოემბერს India Today-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიდეოს ნახვების რაოდენობა თითქმის 60 მილიონამდე გაიზარდა, მოწონებების რაოდენობამ კი ხუთ მილიონს გადააჭარბა, კომენტარების რაოდენობა 98 ათასზე მეტი იყო. The Times of India-მაც კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა პატარა ქართველ გოგონას და მის ბაბუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს.

რას წერენ ინდოელები სოციალურ ქსელში ქართველ გოგონაზე

ევას ვიდეოს კომენტარებში ინდოელები აღფრთოვანებას არ მალავენ. მათი ნაწილი წერს, რომ გოგონას სხვადასხვა ენაზე სიმღერისა და ცეკვის უნარი განსაკუთრებით მოსწონთ, სხვები კი მის ენერგიასა და გულწრფელ ემოციებს უსვამენ ხაზს.

ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: "ინტერნეტს ნამდვილად სასარგებლოდ ვიყენებ. შენ გვაბედნიერებ, პატარავ. ასე გააგრძელე“.

კიდევ ერთი კომენტარი ევას ბაბუას ეხება: "ბაბუა თავისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდით ტკბება - საპენსიო დღეები სავსეა სიხარულითა და ბედნიერებით“.

კიდევ ერთი კი აღნიშნავს: "მომწონს, როგორ ერთობა ის ბაბუასთან. ბაბუას თვალებში სიყვარული ჩანს, როცა შვილიშვილს უყურებს“.

ინდოელი მაყურებლების ნაწილმა ყურადღება ევას თავდაჯერებულობასა და ჰინდი სიმღერის ტექსტის გამეორების მცდელობასაც მიაქცია. მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ ბოლივუდის ცნობილი კომპოზიცია საქართველოშიც ასე უყვართ.

ევა მანამდეც პოპულარული იყო ინდურ სოციალურ ქსელებში

ინდური გამოცემები აღნიშნავენ, რომ "Mehendi Laga Ke Rakhna“ ევას პირველი ვიდეო არ არის, რომელმაც ინდოელი მაყურებლების ყურადღება მიიპყრო. მისი Instagram-გვერდი სხვადასხვა ენაზე შესრულებული სიმღერებისა და ცეკვების ჩანაწერებს აერთიანებს და ზოგიერთი მათგანი მილიონობით ნახვას აგროვებს.

NDTV-მ ევას კიდევ ერთი ვიდეო გააშუქა, რომელშიც ის იმავე ფილმის, "Dilwale Dulhania Le Jayenge“-ის სხვა ცნობილ სიმღერაზე, "Doli Saja Ke Rakhna“-ზე ცეკვავს. 13 ნოემბრის მდგომარეობით, ამ ჩანაწერს 36 მილიონზე მეტი ნახვა და 60 ათასზე მეტი კომენტარი ჰქონდა.

ინდური მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მარტივად შეუძლია მუსიკას ენობრივი და გეოგრაფიული საზღვრების გადალახვა. 1995 წელს გამოსული ბოლივუდური ფილმის სიმღერა, რომელიც ინდოეთში დღემდე პოპულარულია, ახლა ქართველი პატარა გოგონას შესრულებით მილიონობით ადამიანს კიდევ ერთხელ გაახსენდა.