უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ მოძრაობა მხოლოდ ხიდის საავტომობილო გზაზე შეფერხებული. სარკინიგზო მიმოსვლა კი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.