ავტორი:

"ვაი, რომ არსებობს ასეთი უღმერთო ადამიანი, უსისხლო და უჯიშო, შვილო. მე დაგპირდი და ვიბრძოლებ ბოლომდე" - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

"ვაი, რომ არსებობს ასეთი უღმერთო ადამიანი, უსისხლო და უჯიშო, შვილო. მე დაგპირდი და ვიბრძოლებ ბოლომდე" - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"გეძებ, შვილო, 12 წელია... მიწასთან არავის ვანადგურებდი, არავის სიკვდილს არ ვნატრობდი, არავის ვწყევლიდი და თითს არავისზე ვიშვერდი, მაგრამ ახლა ვხედავ, როგორ გამანადგურეს და არც შენ დაგინდეს, გური! ვაი, რომ არსებობს ასეთი უღმერთო ადამიანი, უსისხლო და უჯიშო, შვილო. მე დაგპირდი და ვიბრძოლებ ბოლომდე, გური, შვილო!“ - წერს დაკარგული მოზარდის დედა.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.