ავტორი:

“ადამიანი უკანონოდ რამდენ რასაც მიითვისებს, ზუსტად იმდენ ჯანმრთელობას წაართმევს თავის შვილებს“ - მამა ლევან ჯიქური

“ადამიანი უკანონოდ რამდენ რასაც მიითვისებს, ზუსტად იმდენ ჯანმრთელობას წაართმევს თავის შვილებს“ - მამა ლევან ჯიქური

“ადამიანი უკანონოდ რამდენ რასაც მიითვისებს-ზუსტად იმდენ ჯანმრთელობას წაართმევს თავის შვილებს,“ - ამის შესახებ კასპის წმინდა გიორგის ტაძრის და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, მღვდელი ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს.

ის რამდენიმე დღის წინ, მეუფე იობის ქადაგებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მეუფეს ქადაგებაში ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება და “ვინც ფიქრობს რომ დღეს საქართველოში კარგადაა საქმე: ან სხვა' საქართველოში ცხოვრობს. ან მხოლოდ საკუთარი სტომაქის ამოვსება მიაჩნია ქვეყნის კეთილდღეობად“.

“მეუფე აუმხედრდა საზოგადოების რაღაც ნაწილი. ზოგი საერთოდ დაუკრეფავშიც გადავიდა.

გულდასმით მოვუსმინე მის ქადაგებას, მეთქი რა ხდება. მეუფეს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგიტომ არ ვწერ ამას, მე ხალხის თვალთმაქცობა მაოცებს. რამე ისეთი თქვა მიტროპოლიტმა რომ პირველად გაიგეს? რა, გაჭირვება არ არის? ხალხი არ გარბის უცხოეთში? ნარკომანია-აზარტულ თამაშებში არ ვიხრჩობით? უცხო ტომელების გადადენა არ გვაქვს თუ რა? ეს ყველაფერი კარგა ხანია ასეა.

მე იმ დასკვნამდე მივედი, ვინც ფიქრობს რომ დღეს საქართველოში კარგადაა საქმე: ან სხვა' საქართველოში ცხოვრობს. ან მხოლოდ საკუთარი სტომაქის ამოვსება მიაჩნია ქვეყნის კეთილდღეობად. ან მაგრად კაიფობს. ან მედროვეა. თუ არც ერთი, მაშ კაი გიჟია,“ - წერს მამა ლევანი.