“ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს. ვფიქრობ, მას უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. ბევრად უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. გულწრფელად რომ ვთქვა, მას სურს, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
„ამის შესახებ არაფერი მსმენია“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, ფრონტის ხაზზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.