ავტორი:

“კახეთში სრული კატასტროფაა! ავადმყოფები მოკრუნჩხული სხეულებით წვანან - აფთიაქებში აღარ შემოდის ფსიქოტროპული წამალი!“ - ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი

“კახეთში სრული კატასტროფაა! ავადმყოფები მოკრუნჩხული სხეულებით წვანან - აფთიაქებში აღარ შემოდის ფსიქოტროპული წამალი!“ - ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი

ახმეტელი ექიმის, მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილი კახეთში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ წერს.

მისი თქმით, ასობით პაციენტი გაუსაძლის ტკივილებს ითმენს იმის გამო, რომ აფთიაქებში აღარ შემოდის ფსიქოტროპული წამალი!

“კახეთში სრული კატასტროფაა!

ასობით ქრონიკული პაციენტი იტანჯება ტკივილებით. ასობით პარკინსონის მქონე პაციენტი ამ წუთას სხეულს ვერ იმორჩილებს. ავადმყოფები მოკრუნჩხული სხეულებით წვანან.

ეპილეფსიის მქონე პაციენტები კრუნჩხვით შეჰყავთ კლინიკებში, რადგან აფთიაქებში აღარ შემოდის ფსიქოტროპული წამალი!

ასობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტი უწამლოდაა, რადგან მახინჯმა და ბოროტმა სისტემამ გააუქმა მოქალაქე ამ ქვეყანაში! და ამ დროს ეს ხალხი ჩვენ გვირეკავს და დახმარებას გვთხოვს.

საზოგადოების ყველაზე დაუცველი და უსუსური ნაწილი როგორ დატოვეთ ამ დღეში? რა გავაკეთოთ? პასუხი გაქვთ რამეზე?!“ - წერს სოციალურ ქსელში ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილი.