ავტორი:

ოზურგეთში, მანქანა, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა - რა ხდება ცნობილი

ოზურგეთში, მანქანა, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა - რა ხდება ცნობილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში.

guria.tv-ის ინფორმაციით, შემოქმედის მხრიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა წითელმთაში გზიდან გადავარდა, ერთ-ერთი მოსახლის ღობე გაანგრია და ეზოში შევარდა.

“ოზურგეთის მედალფას კლინიკაში 4 ახალგაზრდა მამაკაცია შეყვანილი ასაკით 18 დან 23 წლამდე, მათ დაჟეჟილობები და მცირე ტრავმები აღენიშნებათ. დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ,“ - განაცხადა “გურიაTV”-სთან კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები სოფელ მაკვანეთიდან არიან.