საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების წესი იცვლება - კერძოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტს შორის ხელშეკრულების არსებობის ნაცვლად, აღნიშნული პროგრამის განხორციელება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტის აღიარების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
როგორც “ბიზნესპრესნიუსი“ წერს, შესაბამისი ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა.
დღეს მოქმედი კანონით, საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. პროექტის მიღების შედეგად კი, უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა გაუქმდება და მის ნაცვლად, ცენტრის მიერ ამ ინსტიტუტის აღიარების მექანიზმი იმოქმედებს. აღიარება მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი კრიტერიუმები და პროცედურა განისაზღვრება. იხილეთ სრულად