ავტორი:

“სამი მცირეწლოვანი დარჩა... ხელოსანი იყო, შემთხვევით მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო“ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა: რა ხდება ცნობილი ტრაგედიის შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა დღეს, კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, კაცი ხელოსანი იყო და ერთ-ერთი ადგილობრივის ფარდულს თუნუქის ფურცლებს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო.

შემთხვევის ადგილზე მყოფები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. მათ შორის უფროსი 5 წლისაა.