ინდოეთის აღმოსავლეთ ჰიმალაიში, არუნაჩალ-პრადეშის შტატში, მეცნიერებმა რქიანი ჯუჯა ბაყაყების 5 ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რამაც ამ ჯგუფის ცნობილი სახეობების რაოდენობა ორჯერ მეტად გაზარდა.
მკვლევართა თქმით, ეს აღმოჩენა ჰიმალაის რეგიონის ბიომრავალფეროვნების სრულიად ახალ პოტენციალზე მიუთითებს.

დელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა ხუთწლიანი საველე კვლევების შედეგად 5 ახალი სახეობის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც Jingophrys-ის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ახალ სახეობებს შორის არის Jingophrys tanogogo (ლოკოკინებით მკვებავი რქიანი ბაყაყი) - იგი ინდოეთში ცნობილი პირველი ბაყაყია, რომელიც ლოკოკინებით იკვებება, და თავის ოჯახშიც ამგვარი რაციონის მქონე პირველი წარმომადგენელია.
კვლევა აჩვენებს, რომ ჰიმალაის მთებს ბაყაყების ევოლუციაში გაცილებით დიდი როლი აქვს შესრულებული, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, და რეგიონს ბიომრავალფეროვნების “ცხელ წერტილად“ წარმოაჩენს.

ჰიმალაის რეგიონი, რომელიც ტროპიკული ტყეებიდან ალპურ მდელოებამდე არის გადაჭიმული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მიუხედავად მეცნიერთა ინტერესისა, რეგიონის მრავალი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ხოლო ინდოეთის არუნაჩალ-პრადეშის შტატი ყველაზე ნაკლებად გამოკვლეულ ზონად რჩება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმის მკვლევარმა, დოქტორმა სონალი გარგმა აღნიშნა, რომ კვლევა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ევოლუციური ცვლილებები შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი ნაკლებად შესწავლილ სახეობებში.

კვლევა, სახელწოდებით “Two-fold hidden diversity of diminutive horned frogs, გამოქვეყნდა 11 ნოემბერს სამეცნიერო ჟურნალ Royal Society Open Science-ში.
დელის უნივერსიტეტის მკვლევარ ს. დ. ბიჯუს თქმით, ზოგიერთი ახალი სახეობა ფარული ცხოვრების წესით გამოირჩევა და შორეულ ტყეებში მხოლოდ გამრავლების მოკლე სეზონის დროს გვხვდება.
დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაიში რქიანი ბაყაყები სწრაფად დივერსიფიცირდნენ მრავალ სახეობად მთათა სისტემის აღმართვისა და აზიური მონსონების ჩამოყალიბების პარალელურად, რამაც რეგიონის მცენარეულობისა და ველური ბუნების ევოლუციას შეუწყო ხელი.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა ტომებმა მათ მნიშვნელოვანი საველე მხარდაჭერა და ცოდნა გაუწიეს, რამაც აღმოჩენები შესაძლებელი გახადა. ამის გამო ზოგიერთ სახეობას სწორედ ამ თემების პატივსაცემად ეწოდა სახელი. მაგალითად, ტანიის რქიან ბაყაყს სახელი ეწოდა ტანიის ტომისა და ადგილობრივ აპატანის ენაზე ბაყაყის აღმნიშვნელი სიტყვა “ტატის“ შერწყმით.
აღმოჩენილ 5 ახალ სახეობას შემდეგი სამეცნიერო სახელწოდებები მიენიჭა: