ავტორი:

"ამ როლის მორგება მთელი ცხოვრების პატივია“ - ახალი ჯეიმს ბონდი რობერტ პატინსონი იქნება: როდის დაიწყება ფილმის გადაღებები

"ამ როლის მორგება მთელი ცხოვრების პატივია“ - ახალი ჯეიმს ბონდი რობერტ პატინსონი იქნება: როდის დაიწყება ფილმის გადაღებები

მსახიობი რობერტ პატინსონი ჯეიმს ბონდის ლეგენდარულ პერსონაჟს განასახიერებს. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა "ბინდის“ საგით გაიცნო, ბოლო პერიოდში კი "ოდისეაში“ შესრულებული როლითაც მიიქცია ყურადღება, 007-ის როლზე დაამტკიცეს.

  • "ჯეიმს ბონდი კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული პერსონაჟია და 007-ის როლის მორგება მთელი ცხოვრების პატივია. იმის თქმა, რომ ეს ოცნების ახდენაა, საკმარისი არ არის“, - განაცხადა 40 წლის ბრიტანელმა მსახიობმა.

პატინსონის არჩევის შესახებ განცხადებას თან ახლდა სპეციალური თიზერ-ვიდეოს გამოქვეყნებაც, რომელშიც მსახიობი კლასიკურ სმოკინგში გამოწყობილი, იარაღით ხელში, ბონდისთვის დამახასიათებელ გარემოშია.

  • პატინსონი იმ მსახიობების ექსკლუზიურ ჯგუფს შეუერთდება, რომლებმაც კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი საიდუმლო აგენტის როლი შეასრულეს.

ჯეიმს ბონდი პირველად შონ კონერიმ განასახიერა 1962 წლის ფილმში "დოქტორი ნოუ“.

პერსონაჟის უკანასკნელი შემსრულებელი კი იყო დენიელ კრეიგი, რომელიც 007-ის ხუთ ფილმში ითამაშა. მისი დებიუტი 2006 წლის „კაზინო როიალში“ შედგა, ბოლო ფილმი კი 2021 წელს გამოვიდა - "სიკვდილის დრო არ არის“.

ბონდის შესახებ სერიის 26-ე, ჯერ კიდევ უსათაურო ფილმის გადაღებები სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება, ხოლო მისი გამოსვლა 2028 წელს იგეგმება. პროექტს ფრანგ-კანადელი რეჟისორი დენი ვილნევი უხელმძღვანელებს, რომელიც მაყურებლისთვის "დიუნას“ ფილმებითაც არის ცნობილი.

წყარო