ავტორი:

პრაღაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა - დაშავდა ათეულობით მგზავრი

პრაღაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა - დაშავდა ათეულობით მგზავრი

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა.

იმის გამო, რომ მატარებელი დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, მსხვერპლის თავიდან აცილება მოხერხდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:00 საათზე (06:00 GMT), ცენტრალური სადგურის მახლობლად მდებარე ხიდზე მოხდა. ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაბალი სიჩქარით, პირისპირ შეეჯახა. შეჯახების შედეგად სულ 46-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება.

მძიმედ დაშავებულებს შორის არიან ორივე მატარებლის მემანქანეები.

სამაშველო სამსახურებს დაახლოებით ორი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ მატარებლებიდან ყველა მგზავრის ევაკუაცია განეხორციელებინათ.

პოლიციის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია დასრულებულია და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო