ავტორი:

ავარია ხაშურში - ერთმანეთს ჯიპი და მინი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი

ავარია ხაშურში - ერთმანეთს ჯიპი და მინი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი

ხაშურში, სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

“ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპი და მინი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.