ავტორი:

“გილოცავთ! რუსეთი ყირიმს საცხოვრებელ ზონად ვეღარ გამოიყენებს, დაზიანების მასშტაბი საკმარისია, რომ რუსეთის ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად შეფერხდეს“ - ლადო გამსახურდია

“გილოცავთ! რუსეთი ყირიმს საცხოვრებელ ზონად ვეღარ გამოიყენებს, დაზიანების მასშტაბი საკმარისია, რომ რუსეთის ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად შეფერხდეს“ - ლადო გამსახურდია

“ზვიად გამსახურდიას სახელობის კავკასიის ლეგიონის მეთაური“ ლადო გამსახურდია ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ წერს და დაზიანების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობს.

“გილოცავთ !

მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთი ყირიმს საცხოვრებელ ზონად ვეღარ გამოიყენებს. იქ შესაძლოა მხოლოდ სამხედრო ძალები დარჩნენ, რაც შესაბამისი სამხედრო ობიექტების განადგურებას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

ყირიმის ხიდისთვის მიყენებული დაზიანების მასშტაბი საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთის ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად შეფერხდეს.

ამ ხიდის აღდგენა დღეისთვის შეუძლებელია!

მეორე კონსტრუქციის ნგრევაც, დიდი ალბათობით, მხოლოდ დროის საკითხია!“ - წერს ლადო გამსახურდია.

  • 2026 წლის 16 ნოემბრის გამთენიისას ყირიმის (ქერჩის) ხიდზე უკრაინული დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებით 1 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ადგილობრივი მონიტორინგის არხების ცნობით, ქერჩის რაიონში აფეთქებების ხმა ღამის პირველი საათიდან ისმოდა, უშუალოდ ხიდზე მოხვედრა კი დაახლოებით დილის 06:00 საათზე დაფიქსირდა.

ერთ-ერთი უკრაინული დრონის საბრძოლო ნაწილი ყირიმის მხარეს მდებარე მარჯვენა სარკინიგზო ხიდის თაღს მოხვდა და კონსტრუქცია, დაახლოებით, 15 გრადუსით გადახარა.