ავტორი:

უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - რა ცვლილებები განახორციელა რამაზ სვანაძემ?

უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - რა ცვლილებები განახორციელა რამაზ სვანაძემ?

უკრაინასთან ერთა ლიგაზე გასამართი მატჩის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (კაპ.), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, გაგნიძე, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვერნაძე, მიქაუტაძე.

განაცხადში დაბრუნდნენ: გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გაგუა და ივა გელაშვილი.

წლის ბოლო მატჩში, უკრაინის წინააღმდეგ განაცხადს მიღმა 2 ფეხბურთელი დარჩა: გიორგი გულიაშვილი და ნოდარ ლომინაძე.

გიორგი წიტაიშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

მატჩი კოშიცეს "კოშიცკა არენაზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.