ავტორი:

სენსაციური აღმოჩენა წყნარ ოკეანეში - მეცნიერებმა ორ “ველურ და ხელუხლებელ“ სამყაროს მიაკვლიეს, სადაც შესაძლოა სიცოცხლის ორი ახალი სახეობა ცხოვრობდეს

სენსაციური აღმოჩენა წყნარ ოკეანეში - მეცნიერებმა ორ “ველურ და ხელუხლებელ“ სამყაროს მიაკვლიეს, სადაც შესაძლოა სიცოცხლის ორი ახალი სახეობა ცხოვრობდეს

ადამიანმა პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში დატოვა საკუთარი კვალი - მარიანას ღრმულის ფსკერიდან დაწყებული, ევერესტის წვერებით დამთავრებული. თუმცა, მეცნიერებმა წყნარ ოკეანეში ორი ისეთი ადგილი აღმოჩინეს, რომლებიც გამონაკლისია.

მკვლევართა თქმით, მარჯნის ატოლები ბიკარი (Bikar) და ბოკაკი (Bokak) ნამდვილად “ველურ და ხელუხლებელ“ ადგილებს წარმოადგენს.

მათი თქმით, მარშალის კუნძულების სიახლოვეს მდებარე ატოლებზე ხელუხლებელი ეკოსისტემებია შემორჩენილი. შესაძლოა, ასეთ ადგილი მსოფლიოში სხვა არარ არსებობდეს.

“ეს კვლევა გვაწვდის ბიკარისა და ბოკაკის ახლად შექმნილი ეროვნული საზღვაო ნაკრძალების პირველ ყოვლისმომცველ ეკოლოგიურ ბაზისს ციდან, ხმელეთიდან და ღრმა ზღვამდე. ხაზგასასმელია, რომ ეს არის რეგიონში და შესაძლოა მსოფლიოში შემორჩენილი ყველაზე ხელუხლებელი ეკოსისტემა“, - ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის საზღვაო ეკოლოგი, მთავარი ავტორი დოქტორი ალან ფრიდლენდერი.

“ბიკარი და ბოკაკი არ არის მხოლოდ მარშალის კუნძულების, არამედ მთელი პლანეტის საგანძური. ეს არის საჩუქარი უტირიკის ატოლის თემისგან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ტრადიციულად და ფხიზლად იცავდა ამ მყიფე ეკოსისტემებს“, - აცხადებს ის.

ბიკარი და ბოკაკი მარშალის კუნძულების ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ატოლებია, რომლებიც უახლოესი დასახლებული ატოლიდან დაახლოებით 72 და 239 მილის დაშორებით მდებარეობს.

2023 წელს მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა ადგილობრივი ხმელეთის, ზღვისა და ცის ფართომასშტაბიანი კვლევა: შეფასდა ზღვისა და სანაპირო ფრინველების პოპულაციები, აინთო მცენარეულობის რუკები, შესწავლილი იქნა კუს ბუდეების ადგილები, მარჯნის რიფები და თევზების თემები.

აკვალანგით კვლევების, წყალქვეშა ვიდეოების, ღრმა ზღვის კამერებისა და წყალქვეშა ნავის გამოყენებით მათ რეგიონის ბიომრავალფეროვნების დეტალური სურათი შექმნეს. ორი წლის შემდეგ, ამ აღმოჩენებმა გზა გაუხსნა ატოლების გარშემო 48 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის საზღვაო ნაკრძალის შექმნას, რაც ქვეყნის პირველი ეროვნული საზღვაო დაცული ტერიტორიაა.

“ამ ატოლებს აქვთ ფრინველთა ვრცელი კოლონიები, მკვრივი მშობლიური მცენარეულობა და კუების აქტიური ბუდეები. ასევე აქვთ რიფის თევზების მაღალი ბიომასა და დიდი მტაცებლები. ბოკაკზე დომინირებენ მარჯნის რიფები, სტრუქტურულად რთული მეზოფოტიკური ჰაბიტატები და გასაკვირად მრავალფეროვანი და ნაკლებად ცნობილი ღრმა ზღვის თემები“, - ამბობს დოქტორი ფრიდლენდერი.

ორივე ატოლზე მკვლევრებმა აღმოაჩინეს ფრინველთა 15 კოლონია, რომლებიც მრავლდებოდნენ. მათ ასევე იპოვეს რიფის თევზების სულ მცირე 266 ჯგუფი, დიდ სიღრმეზე მცხოვრები თევზების 138 ჯგუფი და ღრმა ზღვის თევზების 79 ჯგუფი.

დაფიქსირდა ღია ზღვის მტაცებლების 15 ჯგუფი, მათ შორის ზვიგენები, სტავრიდისნაირები და ვაჰო. იდენტიფიცირებულ სახეობებს შორის ორი შესაძლოა მეცნიერებისთვის ახალი იყოს.

მიუხედავად მრავალი საერთო მახასიათებლისა და ბევრი ერთნაირი სახეობისა, ატოლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგალითად, ზღვის კუების ბუდეები თითქმის მთლიანად ბიკარზე იყო კონცენტრირებული.

რიფის თევზების მთლიანი ბიომასა ბოკაკზე უფრო მაღალი იყო.

ამ ეკოსისტემების ფართომასშტაბიანი კვლევა იძლევა უპრეცედენტო შესაძლებლობას, დავაკვირდეთ, თუ როგორ ფუნქციონირებენ ისინი ადამიანის მინიმალური ზემოქმედების პირობებში.

წყარო