"კოშიცკა არენაზე" თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველო-უკრაინის მატჩი დაიწყო, თუმცა ჩვენთვის არც თუ ისე წარმატებულად.
უკრაინელებმა პირველივე წუთზე, 58-ე წამზე პირველი გოლი გაგვიტანეს. კოკისპირული წვიმისა და სველი მოედნის მიუხედავად, მეტოქე თავს არ ზოგავდა.
მეტოქის გუნდი საკმაოდ კარგ პრესინგს ახორციელებდა, რაც ანგარიშსაც დაეტყო.

ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა. "ჯვაროსნების" მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, აზაროვი, გაგნიძე, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვერნაძე, მიქაუტაძე.
უკრაინა: რიზნიკი, მიკოლენკო, მატვიენკო, ზაბარნი, სარაპიი, ნაზარინა, სუდაკოვი, სიკანი, იარმოლიუკი, სინჩუკი, კრასნოპირი.