ავტორი:

"მეუფე იობი ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული პოზიციით. როგორც ჩანს, ადამიანს უკვე აღარ შეუძლია მოითმინოს ის, რაც ქვეყანაში ხდება" - სანდრო თვალჭრელიძე

"მეუფე იობი ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული პოზიციით. როგორც ჩანს, ადამიანს უკვე აღარ შეუძლია მოითმინოს ის, რაც ქვეყანაში ხდება" - სანდრო თვალჭრელიძე

ამ ეტაპზე საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში ცენტრალურ თემად რჩება პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი განიხილება. უკვე 3 კვირაზე მეტია თვალს ვადევნებთ "ქართული ოცნების" სარჩელის სასამართლო პროცესს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას დიდ საფრთხეს უქმნის. ექსპერტთა ნაწილი და ოპოზიციური პარტიებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვოს. რამდენად ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას ის პროცესი, რასაც თვალს მივადევნებთ? - ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი ბავშვური დამალობანას თამაშის შთაბეჭდილებას მიტოვებს. არც ვიცი, ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკო. მთავრობის უმთავრესი შეცდომა ის არის, რომ ყველაფერს უკიდურესად ამარტივებენ, ასეა, როდესაც ბატონ კობახიძეს, დიდ გურუს, დაუჯერებ და წინასწარ არაფერს გათვლი. არ არსებობს არანაირი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა". ოპოზიციაში არიან მსოფლმხედველობრივად ძალიან განსხვავებული პარტიები. მართალია, ბევრი გამოეყო "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ გამოეყო იდეოლოგიური უთანხმოების გამო - მაგალითად, გიგა ბოკერია თუ სხვები. იმავდროულად, ამ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში" მოაზრებულ პარტიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც რეალური და ძალიან დიდი კონფლიქტი ჰქონდათ და აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგალითად, მამუკა ხაზარაძის პარტია "ლელოს". ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მართალია მამუკა ხაზარაძე არ იყო პოლიტიკაში, მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა იმ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით... ასე რომ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მისი მიტმასნის მცდელობა სასაცილოა...

ახლა რაც შეეხება აქეთა ფლანგს - ოპოზიციურ პარტიებსა და მათ დამცველებს. მათი შეცდომა ის არის, რომ ყველაფერს ერთად და შეთანხმებულად აკეთებენ. მათი დაცვის სტრატეგია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ეს კი აძლევს "ქართულ ოცნებას" საფუძველს ამტკიცოს, აჰა, შეხედეთ, ერთად არიან, ესე იგი, ეს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობააო".

ჩემი შეხედულებით, ყველა პარტია არ აიკრძალება - მხოლოდ რამდენიმეს აკრძალავენ... შეიძლება დრამატულად ვცდები, მაგრამ ასე მგონია... საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების რიგი გამონათქვამები და კითხვები ასეთ შთაბეჭდილებას მიქმნის.

გახარიას პარტიაც უნდა ვახსენოთ. განსაკუთრებით სასაცილოა, როდესაც გახარიას პარტიას აბრალებენ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად ყოფნას. ეს საერთოდ ანეკდოტური და კომიკური პარადოქსია.

კაცს ედავებიან საქართველოს ტერიტორიაზე საგუშაგოს დადგმას. რა არის საგუშაგოს დადგმაში კონსტიტუციური თუ სხვა რამ დარღვევა?! თან ეს კაცი იმჟამად "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამის შემდეგ დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად. საერთოდ სრული ანეკდოტია, რაც მის ირგვლივ ხდება.

უბრალოდ, ეტყობა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერ პატიობს გახარიას იმ დროს და იმ ფორმით წასვლას, რაც ვნახეთ. გახსოვთ, რა დროს წავიდა, ხომ? მეც მიმაჩნია, რომ თუ გუნდის წევრი ხარ და წასვლა გინდა, ასე დემონსტრაციულად არ უნდა წახვიდე - ეს მისი პოლიტიკური შეცდომა იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გახარიას პარტია ტიპური ცენტრისტული პარტიაა, რომელსაც აბსოლუტურად საერთო არაფერი აქვს არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც "ქართულ ოცნებასთან". მისი აკრძალვა ტრაგიკომედია იქნება...

- გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის უკიდურესად კრიტიკული ქადაგება. "ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება და არაეკლესიური", - ამბობს ის გავრცელებულ ვიდეოში. მისი თქმით. დღეს არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობა. სასულიერო პირების კრიტიკის შემდეგ ის ისევ უბრუნდება ხელისუფლებაზე საუბარს და იხსენებს ე.წ. სუს-ის კრებსებს. მისი თქმით, ეს იყო ეკლესიისთვის ჩაცემული ლახვარი, რათა ეკლესია გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. "მე მახსენდება, სანამ სუს-ის კრებსები გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც ჰქონდეს შეცდომებიო. ამას მოჰყვა სწორედ სუს-ის კრებსები. ამან რა გამოიწვია?! ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული", - თქვა მან ქადაგებისას. შეიძლება ითქვას, ამას მოჰყვა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების და მისი პროპაგანდისტების მიერ მეუფის წრეგადასული კრიტიკა...

- მე საკმაოდ შორს ვარ ეკლესიის წიაღისგან მიზეზთა გამო, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებ ჰამლეტის ცნობილი სიტყვებით: "რაღაც დალპა დანიის სამეფოში".

მეუფე იობი ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული პოზიციით. ჩემი დაკვირვებით, თვითონ საპატრიარქოს წიაღში არის ფარული დინებები. მიტროპოლიტის ამ გამონათქვამს რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - შიდა ბრძოლა და შიდა მიზეზები; მეორე - როგორც ჩანს, ადამიანს უკვე აღარ შეუძლია მოითმინოს ის, რაც ქვეყანაში ხდება.

ერთადერთი, ცოტა სხვა სიტყვებით და სხვანაირად უნდა ეთქვა, შესაძლოა ოპონენტებისთვის არ მიეცა საბაბი ელაპარაკათ, რატომ ერევა პოლიტიკაშიო. თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. რატომ თქვა ეს მაინცდამაინც ახლა, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ეტყობა, მართლაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი.

მან ერთი ძალიან სწორი რამ თქვა: წლების განმავლობაში ერთი და იგივე ჯგუფი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რადგან ეს ადამიანების ცნობიერებაში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს - ძალაუფლება რყვნის ამ ადამიანებს... მეუფე იობი მართალია, რომ არჩევნები სხვაგვარად უნდა ჩატარდეს, მაგრამ საკითხავი ის არის, რა ალტერნატივა გვაქვს? ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, ვის მისცემს ხალხი ხმას? "ქართული ოცნების" ნორმალური შემცვლელი არ ჩანს. მომდევნო ორ წელიწადში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ალტერნატივა, რადგან ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია...

რაც შეეხება ხელისუფლების გამოხმაურებას, ეს იყო აშკარად ორკესტრირებული, მაგრამ სრულიად დაუფიქრებელი პასუხი. ნუ გგონიათ, რომ "ქართულ ოცნებაში" სპინოზები სხედან. ეს არის ხალხი, რომელსაც ნებისმიერი კრიტიკა აღიზიანებს და ასე ინფანტილურად და დაუფიქრებლად პასუხობენ. ეს პასუხი გაცილებით უფრო საზიანო იყო მათთვის, ვიდრე ვინმე სხვისთვის... შეეძლოთ სულ გაჩუმებულიყვნენ... გააგრძელეთ კითხვა