UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის დაპირისპირების ახალ დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, გაოგნებულია იმით, რაც კამერების გათიშვის შემდეგ მოხდა. როგორც სტერლინგი ამბობს, კამერების გამორთვის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან ვითომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით მივიდა, თუმცა მოულოდნელად სახეში დაარტყა.
მისი თქმით, ამ დროს საბა ლაზიშვილს ხელები გაუკავეს, ძირს დააგდეს და ფეხებით ურტყამდნენ.
“კამერები რომ გამოირთო და სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა, უმარი მერაბს ისე მიუახლოვდა, თითქოს სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა და მოულოდნელად სახეში ჩაარტყა, ეს ძალიან ცბიერად და მოტყუებით გააკეთა
ამ მომენტში კი დანარჩენებმა საბას ხელები დაუკავეს, წააქციეს და თავში წიხლებს გამეტებით ურტყამდნენ, ეს მკვლელობის მცდელობას ჰგავდა, ეს როგორ უნდა ვაპატიო, საერთოდ არ მაქვს მათ მიმართ სინანულის გრძნობა, პირიქით, საერთოდ დავკარგე მათდამი პატივისცემა.
მათ ყოველთვის გასდით, მათ ჰგონიათ, რომ კანონზე მაღლა დგანან, ისინი ციხეში უნდა დარჩენილიყვნენ, წერტილი!“ - განაცხადა ალჯომ ESPN-თან.