ავტორი:

ბათუმში, მსუბუქი ავტომობილი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა - რა ხდება შემთხვევის შესახებ ცნობილი

ბათუმში, მსუბუქი ავტომობილი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა - რა ხდება შემთხვევის შესახებ ცნობილი

ბათუმში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი მაღლივი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად კორპუსის კედელი დაზიანდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.